რეგისტრირებული ფაქტები88752
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საერობო გამიჯვნის სექციის თავმჯდომარეს კომიტეტში თანაშემწის წარდგენის თაობაზე. ხელს აწერენ აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველი, პავლე საყვარელიძე და კომიტეტის მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შედგა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურობის საგუბერნიო საგანგებო კრება, სადაც დადგინდა, რომ თავად-აზნაურობის კუთვნილება, უძრავ-მოძრავი ქონება ქართველი ერის კუთვნილებაში უნდა გადასულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოსცა რწმუნებულება, რის მიხედვითაც, მარკოზ ფირცხალავას დაევალა ბათუმში გამგზავრება ქართველ მუსულმანთა ყრილობაზე დასასწრებად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულებით მიხელ მაჩაბელს დაევალა ბათუმში გამგზავრება ქართველ მუსულმანთა ყრილობაზე დასასწრებად.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 23 თებერვალს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ თბილისის გუბერნიის სტოლნაჩალნიკის თანაშემწე ენიკოლოფოვი სასამართლო პრისტავის თანამდებობაზე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამეურნეო და სამრეწველო სექციის გამგეს, გიორგი ლასხიშვილს, ალავერდის მადნებისა და ყარაიას დიდმთავრული მამულის დაცვის აუცილებლობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს ხაშურის რაიონის გლეხთა დეპუტატების საბჭოების საერთო ყრილობამ აირჩია დელეგატები ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეულ ეროვნული საბჭოს კრებაზე წარსადგენად: ნიკო სიხარულიძე და ანტონ ბიბილური.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატთა სტუდენტთა ორგანიზაციამ გამოსცა მოწმობა დელეგატ, მიხეილ ხერხეულიძის ნაცვლად, ზ. ჩიხლაძის დანიშვნის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა დანიელ მახარაშვილის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეული ეროვნული საბჭოს კრებაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს დასავლეთ საქართელოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის მთავარმა გამგეობამ გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა ილია თევზაძის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეულ ეროვნული საბჭოს კრებაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოსცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ინჟინერი ბარნაბა პაპავა მიემგზავრებოდა ბათუმში სხვადასხვა საქმეების მოსაგვარებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 მაისს თბილისში ჩამოვიდა სენატორი რუაძე, რომელსაც იუსტიციის სამინისტროსგან დავალებული ჰქონდა, თბილისის სამოსამართლო პალატის საქმიანობა გამოძიება იმ პერიოდში, როდესაც მისი თავმჯდომარე ს. ს. ლაგოდა იყო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სვანეთის კომისიის მღვდლის, მიხეილ მჭედლიძის მიერ რედაქციისადმი მიწერილი წერილის შესახებ, რომლის თანახმად ივლისის თვეში მომხდარი არეულობის გამო სვანეთში ჯარის თანხლებით ჩასულა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ვლადიმერ ლევაშოვი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულა და არეულობის მოთავე პირები, რომლებიც ლევაშოვის ბრძანებით დააკავეს, ხალხის თავდებობით გაუთავისუფლებიათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 იანვარს სომეხ მწერალთა საზოგადოებაში სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შოთა რუსთაველისა და მისი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 მაისს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების მთავარმა გამგეობამ საზოგადოების წარმომადგენლებად გადმოხვეწილთა და ომისგან დაზარალებულთა საბჭოში აირჩია: ვ. მ. მაჩაბელი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა, გ. ცინცაძე და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა კრების თავმჯდომარემ, დომენტი არონიშიძემ. ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ დაადგინა: ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის საკითხში მოხდეს ცვლილებები. კერძოდ, აღიარებული იქნას ქართელი ერის სახელმწიფოებრივი უფლება და სახელმწიფო ერთეულმა შეასრულოს ყველა საერთაშორისო იურიდიული წესი. ეს უფლება განახორციელოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომლის მიერ არჩეულ მთავრობას მიენიჭოს დროებითი მთავრობის ფუნქციები, სანამ მოწვეულ იქნება საქართველოს დამფუძნებელი კრება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებების ქართველ მოსამსახურეთა დამფუძნებელმა კრებამ დადგენილება გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რის თანახმადაც, უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს სუვერენული უფლებები, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სხვადასხვა სახელმწიფოებთან და მოლაპარაკება უნდა გამართულიყო საქართველოსა და ოსმალეთს შორის ზავის დადების შესახებ. ხელს აწერენ: ვალერიან ბაქრაძე, სოლომონ მაჩაბელი, სვიმონ ღვთისავრიშვილი, ვიაჩესლავ ადამოვი, ივანე აფხაზი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით როსტომ ყაზბეგს შეგროვილი თანხით უნდა ეყიდა სიმინდი და გაეგზავნა თბილისში.

