საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89177

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ერის უფლება და საქართველოს საკითხი“ გაგრძელება (დასაწყ. „სახალხო საქმე“ N73).

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ნაციონალურ-დემოკრატების პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიტანა 18 კაცი, მათ შორის პირველებად – გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, სპირიდონ კეიდია, შალვა ქარუმიძე, იოსებ მაჭავარიანი.