საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90407

2026

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაიბეჭდა ვალიკო ჯუღელის კერძო წერილი მეგობრისადმი, გამოგზავნილი 1923 წლის 23 აგვისტოს საფრანგეთიდან.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაიბეჭდა აგვისტოს აჯანყების სამი წლისთავისადმი მიძღვნილი ვალიკო ჩუბინიძის წერილი „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: ილიკო ბერძენიშვილი, იოველ ცერცვაძე, ერემია ცერცვაძე, შალვა დოლიძე და სხვ.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: კალისტრატე სალარიძე, ილიკო ჯაფარიძე, არტემ სამყურაშვილი, პორფილე სამყურაშვილი, რომელიც ნიკოლოზის დროს 5 წლით ციმბირში იყო გადასახლებული, და სხვ

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, ნოე ხომერიკის მეგობრებმა, მაშინ სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა, კარლო ჩხეიძემ და ევგენი გეგეჭკორმა, დუმის თავმჯდომარის, ხომიაკოვის საშუალებით აღძრეს შუამდგომლობა, მისი ვოლოგდის გუბერნიიდან პეტერბურგში სამკურნალოდ გასაშვებად.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: პარმენ ქვედაძე, ილია სამხარაძე, სანდრო ნაღრაძე, ილიკო კეკელიძე, გრიშა გამყრელიძე და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: არჩილ არაბიძე, კაკი ლოლაძე, ბიქტორ ჭიჭინაძე, სოგრატ თოდრიაშვილი, შალვა ჭავჭანიძე და სხვ