რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მრავალრიცხოვანი სტუდენტების თანდასწრებით გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკუმი. პროფ. სერგეი მაქსიმოვმა წაიკითხა ლექცია. იმ წელს პოლიტექნიკუმში ადგილობრივ ენათა განსაკუთრებული კათედრა უნდა დაარსებულიყო. სტუდენტების რაოდენობით პირველ ადგილზე ქართველები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე საბჭომ საპარლამენტო ენის შესახებ წინა სხდომაზე მიღებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, ოფიციალურ სახელმწიფო ენად ქართული აღიარეს, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს საბჭოში დედაენაზე გამოსვლის უფლება მისცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართული ლატარიის ბილეთების საჯარო გაყიდვა დაიწყო. თანხა უნივერსიტეტსა და თეატრს უნდა მოხმარებოდა. აკაკი ხოშტარიამ ლატარიას 50 000 მანეთი შესწირა, მესტამბე ბართლომე კილაძემ – 2 000 მანეთი და ნაღდი ფულით 1000 მანეთის ბილეთები შეიძინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საკრედიტო დაწესებულებებში მოსამსახურეთა კავშირის წევრთა კრება შედგა. კრებამ დაადგინა, რომ თუ ამიერკავკასიის ბანკი არ დათანხმდებოდა ბანკში მოსამსახურე ჭეიშვილის უკანვე მიღებას 3 დღის განმავლობაში, მაშინ მომსახურეები გაიფიცებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სოჭაში ქართველების მიერ გამართულ კრებაზე განიხილეს ევგენი გეგეჭკორისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მიერ წამოჭრილი საკითხები ყუბანის მთავრობისა და მოხალისეთა რაზმის შესახებ და გადაწყვიტეს, ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობისთვის ერთხოვათ დახმარება, რადგან ალექსეევის მოხალისეთა რაზმი, რომელმაც სოჭის ოლქი დაიკავა, მუდამ შეეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თბილისის სახალხო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო. ლექტორებად სამსონ დადიანი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი პაპავა და ქრისტეფორე რაჭველიშვილი იყვნენ ჩაწერილები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საგანგებო ჟიურიმ მოისმინა კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორები – ჩერეპნინი და აიზბერგი, კომპოზიტორი სამინსკი, პიანისტი ნიკოლაევი, დირიჟორები – სტოლერმანი და ცენოვსკი, ასევე არტისტები და თეატრის კომისარი ალექსანდრე წუწუნავა. მათ ოპერა ნამდვილ ქართულ ორიგინალურ, მხატვრულ ნაწარმოებად აღიარეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მიერ თბილისის მილიციის უფროსის, გრიგორ ესაიანცის სახელზე გაცემული განკარგულების თანახმად, თბილისის სასულიერო გიმნაზიის ყოფილი უფროსის, დეკანოზ ივანე ბუტირსკისთვის დაუყონებლივ უნდა ჩამოერთმიათ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლის, ივანე ნატროშვილისთვის ჩაებარებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი. N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 დეკემბერს ნინო ჩხეიძის 25-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად იუბილე გაიმართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბ. ა. ჭიჭინაძემ მიიღო დეპეშა ინგლისელი გენერალი როდსისგან, რომ ის ტოვებდა ბათუმს და სურდა, მისთვის და მისი კოლეგებისთვის გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გამოეცხადებინა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გაბრიელ მილორავა პურის საქმის პროფესიონალური კავშირის თავმჯდომარე იყო.
1919
ტიპი: მფლობელობა
1919 წელს მურუსიძე და მაძღარაშვილი იყვნენ რკინიგზის ცენტრალური ფურნის მფლობელები.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ დააპატიმრა გაბრიელ მილორავა, რომელმაც 500 მანეთი ქრთამი აიღო რკინიგზის ცენტრალური ფურნის პატრონების მურუსიძისა და მაძღარაშვილისგან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი აბდურაჰიმ ახვერდოვი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში კოჯრის გზაზე უცნობები თავს დაესხნენ მეურმეებს და გაძარცვეს. ერთი მეურმე მოკლეს. ბოროტმოქმედების ადგილას თბილისის მაზრის კომისარი ახვლედიანი მილიციელებთან ერთად გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ბოგატინმა და მისმა მეგობარმა თბილისში სათამაშოების ფაბრიკა დააარსეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში, გამგეობის მოხსენების თანახმად, თბილისის ქალაქის საბჭომ იუბილარ ნინო ჩხეიძეს 6 000 მანეთი გადასცა.