რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ინგლისისა და გერმანიის გაზეთები აკრიტიკებდნენ გენერალ ბულანჟეს და საფრანგეთის პრემიერს მის გადაყენებას სთხოვდნენ. საპასუხოდ, ფრანგულმა გაზეთმა „WOLTAIRE“ (ვოლტერმა) ბისმარკისა და მოლტკეს გადაყენება მოითხოვა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, 6 თებერვალს, რვის ნახევარზე, კავკასიის სამეურნეო საწოგადოებს წევრთა კრება დაინიშნა. კრებას უნდა მოესმინა პროცენკოს მოხსენება: „აბრეშუმის მოყვანის გამო იმიერ კასპიის ქვეყნებში“ და ლერისიეს ანგარიში 1886 წლის განმავლობაში აბრეშუმის მოყვანის შესახებ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, კვირას ქართული სათეატრო დასი აკაკი წერეთლის დრამას „თამარ ცბიერი“ და ვოდევილს „ბუტიაობა“ წარმოადგენდა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, გაზეთ „კავკაზს“ პეტერბურგიდან სწერდნენ, რომ სახელმწიფო სასახლის უწყებამ, რომელმაც კახეთში ვენახები შეიძინა, შამპანურისა და კონიაკის მომზადების შესასწავლად დიკენსონი საზღვარგარეთ გაგზავნა, რათა შემდგომ კახეთში დაბრუნებულიყო და ღვინის წარმოება გაეუმჯობესებინა. (1887-91 წელს ის წინანდლის მარნის პირველი მეღვინე იყო).
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 3 თებერვალს, დილის 11 საათზე, თბილისის მესამე ნაწილში მდებარე აფთიაქარ წურინოვის სახლიდან აზნაურმა ალ. ფილიპევმა თბილისის საპატიო მოქალაქის, გიორგი ფორაქიშვილის ქურქი მოიპარა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში ვლადიმერ აღნიაშვილმა სამგანყოფილებიანი კონცერტი გამართა.

