რეგისტრირებული ფაქტები86673
სორტირება თარიღი კლებადობით
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს აკაკი თათარიშვილი საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატის თავმჯდომარე იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს თედო ღლონტი საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი იყო.
1934
ტიპი: ნასამართლეობა
1934 წლის აპრილში ამიერკავკასიის რკინიგზის სახაზო სასამართლომ დაამთავრა მექრთამეების საჯარო-საჩვენებელი გასამართლება. პასუხისგებაში მისცეს: ურიათმყოფელი, შოვნაძე, გაბელაია, ფირცხალაიშვილი და მშვიდობაძე. რკინიგზელთა მასებმა განაჩენი მოიწონეს.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს სსრკ-ის ცკ-ის პრეზიდიუმმა დაადგინა, მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოვალეობისგან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაეთავისუფლებინა იაკოვლევი. მის ადგილზე დაინიშნა ჩერნოვი, პირველ მოადგილედ – მურალოვი, მეორე მოადგილედ – ცილკო, მოადგილედ პოლიტიკურ ნაწილში – ლევინი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საკავშირო კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, იაკოვლევი დაინიშნა ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ანდრია დოლიძე იუსტიციის სახალხო კომისრისა და რესპუბლიკის პროკურორის მოვალეობისგან გათავისუფლდა სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, იუსტიციის სახალხო კომისრად და რესპუბლიკის მთავარ პროკურორად დაინიშნა კანდიდ გობეჯიშვილი. იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილედ – მიხეილ ძიძიგური.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ერმილე ბედია სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო გათავისუფლდა განათლების სახალხო კომისრის მოვალეობისგან.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, აკაკი სამსონის ძე თათარიშვილი ფინანსთა სახალხო კომისრის მოვალეობისგან გათავისუფლდა სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო საქართველოს სსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრის მოვალეობისგან გათავისუფლდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, პ. ლ. წულუკიძე, სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო, გათავისუფლდა საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოსთან არსებული კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულის მოვალეობისგან.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, პარმენ ლუარსაბის ძე წულუკიძე საქართველოს სსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრად დაინიშნა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ვასილ უჩანეიშვილისაქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულად დაინიშნა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს შალვა ნუცუბიძე უცხოეთთან კულტურული კავშირების საკავშირო საზოგადოების საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი იყო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის გაზაფხულზე ჟურნალ-გაზეთების გაერთიანების თავმჯდომარის, მიხეილ კოლცოვის მიწვევით მოსკოვში ჩასული ლიტველი ჟურნალისტების ჯგუფი, რომელიც საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა, თბილისში ჩამოვიდა. ჯგუფის წევრები იყვნენ: ტარაუსკასი, ფეფნერი, ბელიაკოვი, სურხატიანი, ვართანიანი, შევჩენკო, დუდუჩავა.
1934
ტიპი: თანამდებობა
მე-17 პარტყრილობის გადაწყვეტილებათა არადამაკმაყოფილებლად გაშუქების გამო დაკავებული თანამდებობიდან მოხსნეს გაზეთის „ლენინური გზით“ (ყვარელის რაიკომის ორგანო) რედაქტორის მოადგილე დავთიანი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის გაზაფხულზე ფინანსური გეგმის წარმატებით შესრულებისათვის პერსონალური ჯილდოები გადაეცათ საქართველოს სხვადასხვა რაიონის მუშა-მოსამსახურეებს – მაქსიმოვს, მიკირტიჩიანს, მურადიანს, გვინჩიძეს, სიხარულიძეს(2), წიწაძეს.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ს. არუთინოვი იყო საქართველოს კპ (ბ) თბილისის ორგანიზაციის სტალინის სახელობის რაიკომის მდივანი.

