რეგისტრირებული ფაქტები89767
სორტირება თარიღი კლებადობით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში არაერთი სტუდენტისთვის მიწოდებული სადისერტაციო მასალის შესახებ წერდა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ არაერთ სტუდენტს ასწავლა ეტრატზე ნაწერ წიგნთა წაკითხვა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ დიმიტრი ბაქრაძემ სიონთან დააარსა სიძველეთ-საცავი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს საფრანგეთში ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილმა თეძოს ძვლის დაზიანება მიიღო, რის გამოც 3 თვე საავადმყოფოში წოლა მოუწევდა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 24 სექტემბერს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.
1929
ტიპი: გარდაცვალება
1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.
1929
ტიპი: გარდაცვალება
1929 წლის 11 აგვისტოს ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გაიოზ ლუკას ძე მაღრაძე გარდაიცვალა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 4 ივლისს დავით შარაშიძემ მშობლებს პარიზიდან ბახვში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ორსულად იყო და მათ მარტისთვის მეხუთე შვილიშვილი ეყოლებოდათ.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 26 ივნისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი, ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს მთავრობას, რომ ღია წერილით მიმართოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც დაფიქსირებული იქნება ვარშავის ინციდენტი და ბოლშევიკების აგენტების კამპანიის შესახებ ინფორმაცია. მისი აზრით, ეს ფაქტი სასურველ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 25 ივნისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

