რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ალექსი გოგოხია დემონსტაციაში მონაწილეობისთვის 83 მოსწავლესთან ერთად სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს.
1820
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1820 წელს ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე გურიაში ქაიხოსრო გურიელის ოჯახს აფარებდა თავს.
1874
ტიპი: ნასამართლეობა
1874 წელს დავით კეზელს, ალექსანდრე მაჭარაშვილს და სტეფანე ჭრელაშვილს, რომლებიც საკადრისად არ მიესალმნენ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მაისში მეტეხის ციხეში ვანო მაისურაძემ ბომბის დასამზადებლად საჭირო ნივთები შეიტანა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს სასულიერო სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შემდეგ სემინარიის რექტორი გადააყენეს და მის ნაცვლად კუშინსკი დანიშნეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიევი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს იაკობ გოგებაშვილი არ დაელოდა სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შედეგებს და სემინარია თავად დატოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს მეტეხის ციხეში ალექსი ქართველიშვილს ამანათი შეუგზავნეს, რომელშიც იდო 25 მანეთი, ასევე ეფემ კუჩუკის ბარათი წარწერით: „ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც გეუბნებოდი“ (ნიკონი მოვკალით).
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ა. აკოპიანსბსამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წელს მეტეხის ციხიდან გაქცეული ალექსი ქართველიშვილი დაიჭირეს და ისევ ციხეში ჩასვეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 მაისს ალექსი ქართველიშვილი სხვა დამნაშავეებთან ერთად მეტეხის ციხიდან გაიქცა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს გიორგი ელისაბედაშვილი მუშათა და გლეხთა ინსპექციის თავმჯდომარედ დანიშნეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 თებერვალს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ დაამტკიცა ლენინის წინადადება ქართული წითელი არმიის გაძლიერების შესახებ.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს სერგო ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

