საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა დაწერა პიესა „ზილოთი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მომღერალი მიხეილ ნანობაშვილი ზაფხულის სეზონისთვის მიიწვიეს ლიუშენში, პირინეის მთებში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მომღერალი მიხეილ ნანობაშვილი ზამთრის სეზონისთვის ვინცბურგში მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს 15 წლის ქეთო კალაძე ხაშურის დრამატული წრის წევრი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ევგენი კალანდაძემ საჯავახოს ბიბლიოთეკას თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ვანო საათაშვილმა აფიშები შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა გიორგი თუმანიშვილის „ქართული თეატრის საქმე“ შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა რეჟისორ მიხეილ პეტრეს ძე ბებუთაშვილისa და ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის სურათები შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ ხერხეულიძემ ცხინვალის სცენისმოყვარეთა წრეს შესთავაზა თითოეული წარმოდგენიდან ერთი მანეთი დრამატული კურსების ფონდის სასარგებლოდ გადაედოთ. წრემ მისი წინადადება მიიღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ნინო გოგნიაშვილმა 1904 წლის ქართული საღამოს მხატვრული პროგრამა შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვანო გიგოშვილმა გლეხების ცხოვრების შესახებ ხუთმოქმედებიანი პიესა „შურისძიება“ დაწერა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა ლადო აღნიაშვილის პირადი რვეული შესწირა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს პაშკევიჩი საოლქო სკოლების მეთვალყურე იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს პაშკევიჩის ინიციატივით რაჟდენ ხუნდაძემ ქუთაისის ოლქის მასწავლებლებისთვის მუსიკის გამოცდა ჩაატარა. 90 მასწავლებლიდან მხოლოდ 10-მა იცოდა ნოტები.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-17 წლებში კონსტანტინე ვასილის ძე ხუსკივაძე ცხენთაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მიხეილ ხერხეულიძე ცხინვალის დასის რეჟისორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში იოსებ გედევანიშვილმა შვებულება მცხეთაში გაატარა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ელენე ოქროპირიძე ცხინვალის დასში სუფლიორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს იოსებ ივანიძე ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ზაალ მაჩაბელი ცხინვალის დასის დამხმარე მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-17 წლებში იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-16 წლებში მაქსიმე რობაქიძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იასონ სულთანიშვილმა სართიჭალის თეატრის ფონდს თუმანი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მ. მოსესოვმა დუშეთის ქართული წარმოდგენების მმართველ წრეს ტანსაცმელი შესწირა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს სცენარისტი თამ. კვანჭახაძე ცხინვალის დასში მიიწვიეს.