რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, რომელშიც მონაწილეობდნენ ვიქტორ გამყრელიძე, ვ. ნინიძე, გრიშა ანაშვილი, ვ. რატიშვილი და ი. მინდიაშვილი.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წელს ივანე ლუზინი იყო ვალოდია ლორთქიფანიძის თანაკლასელი და მეგობარი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს იაკობ ფანცხავას ჩამოყალიბებულ პოლიტიკით დაინტერესებულ მეგობართა წრეში შედიოდა ივანე ლუზინი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-იან წლებში ივანე ლუზინი ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხვის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე და ივანე ლუზინი ხშირად რჩებოდნენ იაკობ ფანცხავასთან სახლში, რადგან გიმნაზიიის პანსიონში გვიან მისვლა არ შეიძლებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე და ივანე ლუზინი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების მიერ გამართულ საღამოზე წარმოადგინეს შალვა დადიანის 3-მოქმედებიანი დრამა „ბატონი და ყმა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ გიორგაძე, ან. შილაკაძე, მიხეილ სამსონის ძე საბაშვილი, ზაქრო ურუშაძე, კ. ჩხატარაიშვილი, ჭელიძე (2) და სხვ.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს მღვდელმა დიომიდე ხონელიძემ ახლად აშენებული ნაჩხეტაურის წმ. გიორგის ეკლესიისათვის თანხით დახმარების გამო გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე განყოფილების უფროსს, გიორგი თუმანოვს, მიხეილ ეფრემოვს, ვასილ კიკნაძესა და მელქისედეკ კიკნაძეს.