საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქალაქის მეექვსე უბანში, აბანოების მახლობლად, ივანე მიხეილის ძე სუმბათაშვილის (სუმბათოვის) ნაკვეთში ახალი, ცხელი გოგირდის წყალი აღმოაჩინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქალაქის გამგეობის შენობაში ვლადიმერ ელიავას თავმჯდომარეობით შემნახველ-გამსესხებელი სალაროს წევრთა კრება გაიმართა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 6 ივნისს საბირჟო არტელის თანამდებობის პირთა არჩევნები გაიმართა. თავმჯდომარედ ვლადიმერ კალანთაროვი აირჩიეს, მოადგილედ — ტ. პ. ხოჯა-თუმანიანცი, საქმისმწარმოებლად — სოლომონ ედიგაროვი, ხოლო ბუღალტრად — კ. ი. ხაჩატურიანცი.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, საგარეჯოში პოლიციამ ალექსანდრე ედიგარის ძე ქურხული დააპატიმრა, რომელიც სამხედრო ბეგარას 1907 წლიდან ემალებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, პედაგოგ გ. ვ. ტაუბეს ხელმძღვანელობით ივნისში თბილისში ექსკურსიაზე რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები ჩამოვიდოდნენ.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მარტყოფის მცხოვრები ალექსი ბედიანიშვილი უკვალოდ დაიკარგა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, აკიმ სუხანოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ტარასი ყუბლაშვილმა ქართულ გიმნაზიაში სწავლა დაასრულა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ბ. ლ. სემიონოვის თაოსნობით, ვაჟთა გიმნაზიაში სახალხო პედაგოგებისთვის ზოგადი განათლებისა და პედაგოგიური შინაარსის ლექციები გაიმართა. ლექტორებად მოწვეულნი იყვნენ: სერგო რომანის ძე ხუნდაძე (ჰიგიენა), სილოვან ანთაძე (საზ. ისტორია) და სხვ.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ბ. ლ. სემიონოვის თაოსნობით, ვაჟთა გიმნაზიაში სახალხო პედაგოგებისთვის ზოგადი განათლებისა და პედაგოგიური შინაარსის ლექციები გაიმართა. ლექტორებად მოწვეულნი იყვნენ: ვ. იურკევსკი (რუსული ლიტერატურა), სოლომონ მიქელაძე (კანონმდებლობა) და სამოქალაქო სასწავლებელთან არსებული პედაგოგიური კურსების ხელმძღვანელი დიმიტრი ნიკონოვი (დიდაქტიკა-მეთოდიკა).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქუთაისის ქალაქის თეატრში გრიგოლ რობაქიძის საღამო გაიმართა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 ივნისს დაბა ცხინვალში იოსებ ლაზარაშვილის პიესის „მტარვალი“ წარმოდგენა გაიმართა. რეჟისორები – ბესარიონ ჯავახიშვილი და ვასილ იარალოვი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ხონში მარიამის სასწავლებლისა და სახელოსნო სკოლის მოწაფეებმა ქართულად წარმოადგინეს პიესები — „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ და „დატრიალდა ჯარა“, ხოლო რუსულად — გოგოლის „ქორწინება“. სამსახიობო თამაშით გამოირჩეოდა მიხეილ ინწკირველი. წარმოდგენის ლოტბარი ალექსანდრე ბახტაძე იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ხონში ეკატერინე რომანოზის ასულმა ბახტაძემ და გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ სამკითხველოს სასარგებლოდ საქველმოქმედო საღამო გამართეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ხონის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნატალია ჯავახიშვილი, ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი და ნიკოლოზ სოლომონის ძე გვარაძე სპექტაკლის დასადგმელად მიიწვია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მოსკოვის სამხატვრო თეატრის დრამატული კურსების თავისუფალმა მსმენელმა ანტონინა აბელიშვილმა ჭიათურაში, სამტრედიასა და ახალ სენაკში კონსტანტინე ფოცხვერაშილის „აშენდა საქართველო“ წარმოადგინა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, იაკინთე იოსების ძე გორგაძე, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძე, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე და ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანი ბორჯომში პეტრე სურგულაძის მიერ მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ექიმი ეფრემ სოლომონის ძე ხუნდაძე ქუთაისში დაბრუნდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ი. ფ. მარციშევსკი ნავასარდიანის სამკურნალოში (დაარსდა 1880 წელს) შინაგან სნეულებათა, ბავშვთა ექიმად და ყვავილის ამცრელად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი ნავასარდიანის სამკურნალოში (დაარსდა 1880 წელს) ექიმად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ბ. ი. ბაბასანოვი და ნ. ტ. მულინი ნავასარდიანის სამკურნალოში (დაარსდა 1880 წელს) ექიმებად მუშაობდნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მ. გ. ავეტისიანცი ნავასარდიანის სამკურნალოში (დაარსდა 1880 წელს) კანის, სიფილისის, ვენერიულ, საშარდე გზებისა და ქირურგიულ სნეულებათა ექიმად მუშაობდა

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ა. მ. პუგინოვი ნავასარდიანის სამკურნალოში (დაარსდა 1880 წელს) შინაგან სნეულებათა, ბავშვთა ექიმად და ყვავილის ამცრელად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ა. პ. კარაპეტიანცი და ნავასარდიანის სამკურნალოში (დაარსდა 1880 წელს) შინაგან სნეულებათა, ბავშვთა ექიმად და ყვავილის ამცრელად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ბ. გ. აგასაროვი ნავასარდიანის სამკურნალოში (დაარსდა 1880 წელს) შინაგან სნეულებათა, ბავშვთა ექიმად მუშაობდა.