საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93591

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთი „საქართველო“ აზერბაიჯანის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაქოში ჩავიდა დამსახურებული მსახიობი ქალი ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომელიც რამდენიმე წარმოდგენის მოწყობას გეგმავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კლემანსომ დეპუტატთა პალატაში განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთში ანარქიაა, ევროპაში მშვიდობა არ დამყარდება, ამიტომ მოკავშირეები იძულებულნი არიან რუსეთი გამოჰყონ სხვა ქვეყნებისგან განცალკევებული ზონის სახით.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში წიგნის მაღაზიას ფლობდა ი. მურადოვი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „საქართველოს ახალგაზრდობას“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დეპეშათა სააგენტომ დამფუძნებელი კრების საზეიმოს სხდომის ანგარიშში არ შეიტანა დეპუტატ გიორგი გვაზავას სიტყვა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო იოსების ასულ მაღალოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი, 153 დესეტინა და 440 კვადრატული საჟენი ტყე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო იოსების ასულ მაღალოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 3251 მანეთი და 90 კაპიკი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე იყო დამსახურებული სახალხო მასწავლებელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიხეევის ზედამხედველობით დაიბეჭდა ამიერკავკასიის სახელმწიფოების გლეხთ-ეკონომიკის ყოფა-ცხოვრების შესასწავლად შეგროვილი მასალების წიგნის მესამე ტომი, რომელშიც აღწერილი იყო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის ყოფა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნესტორ ბაკურაძის სტატია ვლადიკავკაზის სოფელ ხუმელაგას შესახებ.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნესტორ ბაკურაძის ფსევდონიმი იყო „ქართველი ოსებში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა გარდაცვლილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სახალხო მასწავლებლის, სიმონ ორჯონიკიძის ცოლ-შვილისთვის მიეცათ ჯამაგირი პენსიის დანიშვნამდე, სამაზრო კომიტეტმა გადასცა 1000 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად თავის ბინაში გამართა ბალი, რომელსაც დაესწრნენ მთავრობის წევრები და უცხო ქვეყნების წარმომადგენლები.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხი წლის განმავლობაში თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორობის თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო გათავისუფლება ითხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს ყაჩაღებთან ბრძოლის დროს ყვარელთან დაიჭრა 3 გვარდიელი, მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ხმიადაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის პედაგოგი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს სამშვიდობო კონფერენციის უმაღლესი კომისრის, პოლკოვნიკ ჰასკელის ინიციატივით შედგა საგანგებო სხდომა სომეხი ლტოლვილთა საკითხის მოსაგვარებლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვალს გატეხეს ელისაბედ ამირბეგოვის სახლი და 281 მანეთთან ერთად გაიტანეს სხვადასხვა ნივთი. პოლიციამ დაპატიმრა ეჭვმიტანილები – ძმები სარქისა და ივანე ხუდადოვები.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 4 მარტს კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით ბარბარე ავალიშვილის ბენეფისში წარმოადგენდნენ გიორგი ჟურულის მიერ თარგმნილ კომედიას „ვალერი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტს ქართული დასი წარმოადგენდა სპექტაკლს „დატრიალდა ჯარი“ ერთ მოქმედებად. მონაწილეობას მიიღებდნენ ბარბარე ავალოვისა, მარიამ საფაროვისა, ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ვასილ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, მაქსიმიძე და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მარტს ქართული დასს უნდა წარმოედგინა სპექტაკლი „სუსტი მხარე“ ერთ მოქმედებად. მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვისა, ბარბარე ჩერქეზოვისა, თამაროვისა, მ. ლეონიძისა, ვასილ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, კ. მ. მაქსიმიძე, ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი, ივანე ჯაჯანაშვილი და სხვ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის (ლექსი პროზით) „ფანტაზია“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დავით კეზელისა და გ. დანილოვის საქმის განხილვა სასამართლომ მომდევნო სხდომისთვის გადადო იმ მოწმეების მომსასმენად, რომლებიც კეზელის ვექილმა ხეჩატურიანცმა დაასახელა. დანილოვის ვექილი იყო ალექსანდრე პოლტორაცკი.