რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 იანვარს სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს გრიგოლ ანაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახალხო სახლში კოტე შათირიშვილის რეჟისორობით ალექსანდრე ცაგარლის „ციმბირელი“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა საბუის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 იანვარს იოსებ გრიშაშვილს სახალხო სახლში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გაემართა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში უფროსი ექიმი, პოდპოლკოვნიკი სერ. რ. ხუნდაძე ჭრილობის მოშუშებისთანავე ომში დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილ „მარგარიტა გოტიეში“ ნინო ჩხეიძემ მარგარიტას როლი შეასრულა, ალექსანდრე იმედაშვილმა ითამაშა არმან დიუვალი, პლატონ კორიშელმა – სენ-გოდენი, ანა ქიქოძემ – ოლიმპია და სხვ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ნოემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიას რეჟისორობით წარმოადგინა ისტორიული დრამა „მარუჩა“.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 17 დეკემბერს დუშეთში გაიმართა თბილისის ოლქის სასამართლო სესია მ. მ. შარიგინის თავმჯდომარეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 იანვარს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, შალვა დადიანის რეჟისორობით წარმოადგინესნ გოგოლის „რევიზორი“.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. პავლიაშვილი ბალახნის ნავთის მრეწველთა საავადმყოფოში იწვა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის იანვარში თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა მსახიობი მელქო აჯიმამუდოვი. იგი 8 იანვარს დაკრძალეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ნოემბერს ჭიათურაში ვასილ ოქროპირის ძე არაბიძის რეჟისორობით გაიმართა აკაკი წერეთლის სალიტერატურო საღამო მგოსნის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში იუზა ზარდალიშვილი მუდმივი წარმოდგენების გასამართად კავკავში მიიწვიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში ნიკოლოზ ლეკიშვილმა მარტყოფის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.