საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93101

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედი კომპარტიის და კომინტერნის ტაქტიკის და სტრატეგიის ღრმა თეორიულ და აკადემიურ შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევდა. მუშაობის ნაყოფიერებისთვის მთელი უჯრედი „შემაკავშირებელ“ 16 წრედ იყო დაყოფილი. აქედან 14 წრე რუსული იყო, რუსულის არამცოდნეთათვის: 1 ქართული და 1 თურქული. თითოეულ წრესთან უჯრედის ბიუროს მიერ მიმაგრებული იყო მდივანი - ხელმძღვანელი. წრეების სხდომა იმართებოდა 2 კვირაში ერთხელ, სადაც წრის მიერ დანიშნული სტუდენტი აკეთებდა მოხსენებას იმ მასალის მიხედვით, რომელსაც წრის ყველა წევრი წინდაწინ ეცნობოდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამა თუ იმ თემის ღრმად შესწავლის შემდეგ სტუდენტები მოხსენებებისთვის ტფილისის საწარმოების კომუჯრედებში დაიგზავნენ. პირველმა ცდამ სასურველად ჩაიარა. სტუდენტობამ საჭირო გამოცდილება მიიღო. განზრახული იყო ამ მუშაობის მაქსიმალურად გაფართოება.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედთა ბიურო უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი ფორმატის რუსულენოვან (არსებობდა ქართულენოვანი და სომხურენოვანი განყოფილებებიც) კედლის გაზეთ „ოცდაექვსელს“ გამოსცემდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედი ყოველდღიურად 50-60 ცალ მოსკოვში გამოცემულ გაზეთ „პრავდას“ ყიდულობდა, რაც უნივერსიტეტის გამგეობის მიერ შეძენილ რამდენიმე ათეულ რუსულ და ადგილობრივ გაზეთებთან ერთად სავსებით უზრუნველყოფდა სტუდენტების მოთხოვნილებას.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედის ბიუროს თაოსნობით უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის ანბანური და პოლიტუცოდინრობის ლიკვიდაციისთვის პოლიტწრეები არსდებოდა, რომლებზეც მიმაგრებული იყვნენ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორები.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ბიუროს მიერ უმთავრესი ყურადღება საწარმოო მუშათა და წითელ-არმიელთა კომუჯრედებთან კავშირის დაჭერისკენ იყო მიპყრობილი.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტს უხდებოდა ერთ და იმავე დროს მოწყობა-მოწესრიგება და მიმდინარე მუშაობის წარმოებაც.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუნივერსიტეტის რექტორმა ტაკოევმა აზერბაიჯანის ცაკის თავმჯდომარის, აგამალი ოღლის მისალოცი დეპეშა წაიკითხა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბერს მოხდა ლიკვიდაცია მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიისა, რომლის წევრი იაკობ ფანცხავაც იყო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს განცხადება გაუგზავნა, რომლითაც სახელმწიფო გამომცემლობის კოლეგიის წევრად დანიშნვა სთხოვა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს მისწერა, საქართველოში მხოლოდ ისეთი გამომცემლობები უნდა არსებობდეს, რომელთაც სახელმწიფო მართავსო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს განცხადება გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მზად იყო გამოეცა როგორც ქართული, ისე უცხოური ნაწარმოებები.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 29 სექტემბერს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძემ და სამსონ მიხეილის ძე დობორჯგინიძემ მენშევიკების რიგები დატოვეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის სექტემბერში პანტელეიმონ ანთაძე მე-6 ქართულ პოლკსა და მე-9 ლეგიონში რიგითად მსახურობდა.

1923

ტიპი: ავტორობა

პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის საქმის მიხედვით, 1923 წელს მან საქართველოს საგანგებო კომისიას „შეცდომის აღიარებით“ მიმართა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს ზნედაცემული თავადი უწოდა, რომელსაც „მუშა ხალხის ზურგზე“ სურდა გაბატონება.

1923

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს ჩეკას მიერ თარასხან ეშბაზე წარმოებულ საქმეში დევს 1923 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც მენშევიკების დროს თარასხან ეშბა იყო განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი აფხაზეთში. მისი რაზმი კომუნისტებს დასდევდა და აპატიმრებდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკას კომენდანტურამ კომისარ ჟაროვის სახელზე ილარიონ გიორგაძისა და სამსონ დობორჯგინიძის დაკავების ორდერი (N6387) გასცა.

1923

ტიპი: მფლობელობა

1923 წლის 22 სექტემბერს ჩეკას მიერ დაკავებულ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძეს იმ დროს არც პირადი ქონება ჰქონდა და არც მუდმივი საცხოვრებელი თბილისში.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დაკავებულ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძეს ჰყავდა ცოლი ქსენია – 26 წლის, დიასახლისი; ქალიშვილი ნინა, – 7 წლის; ძმა გიორგი – 55 წლის, გლეხი; და ი. ბასილაშვილისა – 50 წლის, დიასახლისი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დააკავეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე.

1923

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ოსმალეთის პარლამენტის დროებითი თავმჯდომარის ილიაზ ეფენდის მილოცვა მიიღო.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვოს გაგზავნილი წერილით მიწათმოქმედების კომისარიატის განსაკუთრებულმა კომისიამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობა მოუხსნა (ისინი მიიჩნევდნენ, რომ ილიას ქვრივისთვის პენსია ან დახმარება განათლების კომისარიატს უნდა დაენიშნა). დოკუმენტს ხელს აწერდა სახალხო მამულების ქვეგანყოფილების გამგე ერმილე ნაკაშიძე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ილარიონ გიორგაძის მიერ საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით, იგი 16 სექტემბერს გრიბოედოვის ქუჩაზე დააპატიმრეს, 17 სექტემბერს ჩეკას თანამშრომელმა სტეპანოვმა დაკითხა, მაგრამ ბრალდება არ წაუყენეს.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თვამჯდომარე ნინო ნაკაშიძე წითელი ჯვრის საზოგადოებას გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის ტანსაცმელსა და აუცილებელ ნივთებს სთხოვდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 5 სექტემბერს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე თბილისში მენშევიკების მიერ ორგანიზებული არალეგალური კონფერენციის თავმჯდომარე იყო. კონფერენციაში მონაწილეობდა მისი თანამებრძოლი სამსონ დობორჯგინიძე.