რეგისტრირებული ფაქტები89902
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს გორელმა თავადმა ვ. დავითაშვილმა ევგენი გეგეჭორი მიიწვია ქართულ ლიტერატურულ საღამოზე დასასწრებად.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილი ევგენი გეგეჭკორს თავის წერილში ქართულ ლიტერატურულ საღამოზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ნიშნავდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილის ევგენი გეგეჭორისადმი მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ლიტერატურულ საღამოზე იგი წაიკითხავს მოხსენებას პავლე მოსულიშვილის პიესის "შენ ხარ მზეს" შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილის გაგზავნილი წერილის თანახმად, ქართულ ლიტერატურულ საღამოს დაესწრებოდნენ სხირტლაძე და შალვა ამირეჯიბი. სპირიდონ კედია ბილეთების გავრცელებას უზრუნველყოფდა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის მეუღლე ნინო ნიკოლოზის ასული ზურაბიშვილი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 7 თებერვალს შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილს სახლიდან (მატინოვის ქუჩა N6) ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და წირვის შემდეგ იქვე, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 7 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს საკუთარი ბინიდან (პეტრე დიდის ქუჩა N22) ქუთაისში გადაასვენებდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 თებერვალს სახელმწიფო დრამის თეატრში გაიმართებოდა პრემიერა. წარმოადგენდნენ ავქსენტი ცაგარლის პიესას „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 თებერვალს ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძისას წლისთავზე პანაშვიდს გადაიხდიდა ოჯახი: ძმა იოსებ დადიანი და მისი მეუღლე თამარა გრიგოლის ასული, ძმისწულები − ილია დადიანი, ეკატერინე და მისი მეუღლე ვლადიმერ ალექსის ძე ჟერებკოვი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 თებერვალს სოფელ არადეთში გიორგი არადელ-იშხნელს წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ დედა ნინო, ცოლი ალექსანდრა, შვილები − ირაკლი და გიორგი, ძმები − მიხეილ, ზაქარია და კონსტანტინე, დები − თამარ და ანა, რძლები − ირაიდა, ნინო, მერი და სიძე − სიმონ ყაუხჩიშვილი.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ, ფილიმონ და პეტრე გრიგოლის ძე კარბელაშვილები ძმები იყვნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ და ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილების ძმისწული იყო.

