საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392 747 მან. გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აგვისტოს ისიდორე რამიშვილს, ივანე ტატიშვილსა და გიორგი გაგლოევს მეჯვრისხევში, სახალხო ყრილობაზე, უნდა წაეკითხათ მოხსენებებები საქართველოს მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 აგვისტოს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, გიმნაზიის მასწავლებელს სოლომონ ანდღულაძეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1920 წლის პირველი ივნისიდან იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 14 აგვისტოს ფოთის თვითმართველობის მუშა-მოსამსახურეთა კრებამ განიხილა მოხსენება ქალაქის კონკის მოანგარიშე სევერიან ტუღუშის მიერ ქალაქის კუთვნილი ფულის გაფლანგვის შესახებ და გააძევა კავშირიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ აბასთუმანში ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი. მათ ხანგრძლივად ისაუბრეს.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავიდა. სადგურზე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სვიმონ მდივანმა, მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძემ, გენერლებმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა გააცილეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 აგვისტოს, 10 საათზე სოფელ ნოსირში დახოცეს ყაჩაღები: ძანათის მცხოვრებნი ნიკო და კაკო ქადარიები და ევგენი კორძახია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო მინისტრის შუამდგომლობა საავიაციო გუნდის უფროსი მაიორის, ნიკოლოზ მაყაშვილის დიდუბის პანთეონში დაკრძალვის ნებართვის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 აგვისტოს გიორგი ყაზბეგი, ქრისტინე შარაშიძე, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს, 6 სთ-ზე გაიმართება მე-2 რაიონის საქ. სოციალ-დემოკრატ. მუშათა პარტიის კოლექტივის წევრთა კრება. მოხსენებას გააკეთებს აზერაიჯანიდან ახლად დაბრუნებული ელ. ბაქრაძე, პარტიული ყრილობის მუშაობის შესახებ – ბ. თევზაია, იუწყება „ერთობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის, ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქები: მიხეილ ფარცხალაძე, დავით დიდებულიძე, სიმონ მეძმარიაშვილი, არჩილ ჩახუნაშვილი, ლევან ვაჩეიშვილი, გალაქტიონ შიშინაშვილი, ალექსანდრე ფურცხვანიძე, იასონ ფერაძე, ვლადიმერ ზლობინი, თამარ ჩხარატაშვილი და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით 37 (56-დან) საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს: მარია ტარასოვა, მარია ლომიძე, ნიკოლოზ ხმალაძე, ვასილ კვინიკაძე, ვასილ მოსაშვილი, ალექსანდრე ლეჟავა, ალექსანდრე კერვალიძე, ალექსი მაღნარაძე, სულტან ინაგამოვი, ისიდორე ჩალაძე, ნიკოლოზ კიკაშვილი, მოსე ჩხეიძე და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის გრიგოლ ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქეები: ალექსანდრე ტუსკია, ნესტორ დუმბაძე, ივანე პროკაშვილი, პეტრე ცოვიანოვი, ყურულაშვილი, კობრავა, მიქავა, ძიძიგური, ელიავა, დანელია, შკიპერი, კოხრეიძე, პოლკოვნიკი ხორანოვი, ვაჩნაძე, ექიმი იაშვილი; ჰპირდებიან ოფიცრების – ავალიანის, ბაბულაიშვილი, დვალის გათავისუფლებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას შეტყობინება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ: ევგენი დარისპანის ძე ანთელავა გარდაიცვალა ჭლექით, დავით და სოლომონ ჩიჯავაძეები არ დაუპატიმრებიათ და საქართველოში წამოსასვლელად ემზადებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილი სამხედრო მინისტრის გრ. ლორთქიფანიძის ბრძანებაში რესპუბლიკის ჯარებისადმი ნათქვამი იყო: 28 ივლისს სანაპიროს ოთხ ჯარისკაცს ზემდეგ მამულიშვილის მეთაურობით შეუნიშნავთ, რომ შეიარაღებული შიხლელი თათრები საზღვარგარეთ მიერეკებოდნენ საქონელს და ჯარისკაცებისთვის სროლა აუტეხავთ. ერთი მოუკლავთ, ერთი დაუჭერიათ და საქონელი წაურთმევიათ. მინისტრი მოვალეობის შესრულებისთვის აჯილდოებს ზემდეგ მამულიშვილს 1000 მანეთით, ხოლო ჯარისკაცებს – 500-500 მან-ით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა აპ. წულუკიძის ნეკროლოგი საზოგადო მოღვაწესა და ქველმოქმედზე, პედაგოგ ნინო მერაბის ასულ ლორთქიფანიძე- თავდგირიძისაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ნინო მერაბ ლორთქიფანიძის ასული თავდგირიძისა დაარსებიდან განაგებდა ქუთაისის ეპარქიის დედათა სასწავლებელს, საიდანაც თბილისში იმავე თანამდებობაზე გადმოიყვანეს. მან თავისი მამული (სასკოლო მიწა აჭარაში და ტყე აცანაში) აკეთის სკოლას იმ პირობით შესწირა, რომ საზოგადოებას იქ სამეურნეო სასწავლებელი გაეხსნა, რაც მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ იოსებ ლომოურის წერილი „ხოლერის გაჩენა თბილისში“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ფასანაურში გარდაიცვალა აფთიაქის პატრონი ილიკო ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს გიგო შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლე ვლადიმერ გიორგაძემ გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ერობის გამგეობის თავმჯდომარე სიო ჭანტურიშვილი და გამგეობი წევრი შალვა ჭაჭუა აპირებდნენ გიგოს ბახვის სახლის მისაკუთრებას ერობისთვის გადასაცემად.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს გაუგზავნ წერილი, რომლის თანახმადაც, ის მისი ყოფილი მოსწავლე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ვლადიმერ გიორგაძემ სიო ჭანტურიშვილსა და შალვა ჭაჭუას განუცხადა, რომ ჯერ არ იყო დადგენილი გიგო შარაშიძის სახლი გადაეცემოდა თუ არა ერობას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სიო ჭანტურიშვილმა და შალვა ჭაჭუამ ვლადიმერ გიორგაძეს დაავალეს გიგო შარაშიძისთვის მიეწერა, რომ თუ გიგო რაიმე საბუთს წარმოადგენდა, ბახვის სახლის აღების ნებას მისცემდნენ, მიწას კი მაინც არ დაუთმობდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს ურჩია, სიო ჭანტურიშვილისთვის წერილი გაეგზავნა და გიგოს საკუთრებისთვის თავის განებება ეთხოვა.