რეგისტრირებული ფაქტები88354
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 2 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულნი პირობების დასაზუსტებლად ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კავკავში წიგნებით მოვაჭრე ივანე მესხიევის განცხადება გამოქვეყნდა, რომლითაც ის ქართველ გამომცემლებს სთხოვდა, მისთვის ახალი წიგნები მიეწოდებინათ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი დასასვენებლად აბასთუმანში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში გორის ეპოსკოპოსმა ლეონიდემ სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ და ეპისკოპოსმა კირიონმა სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 დეკემბერს დუშეთში ი. ო. პარჩევსკის თავმჯდომარეობით ადგილობრივი სასამართლოს სესია უნდა გამართულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სათავადაზნაურო ბანკში იაკობ მანსვეტაშვილის თავმჯდომარეობით საგანგებო კრება გაიმართა, რომლის მდივნად არტემ ახნაზაროვი აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I თბილისში ჩამოსვლას აპირებდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმისა და აჭარის მხრის შემოერთება დიდ პასუხისმგებლობას სდებდა განათლებულ საზოგადოებას.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ ზაქარია ჭიჭინაძისგან საჩუქრად მიიღო პატარა წიგნი „ლექსთა კრება, ანუ საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი რიონის სადგურის მოსანახულებლად თბილისიდან იმერეთში გაემგზავრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილი სკოლებისთვის პატარ-პატარა ადვილად საკითხავი წიგნების გამოცემას გეგმავდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 4 დეკემბერს თბილისის გამგეობის წევრი ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი ავადმყოფობის შემდეგ თანამდებობრივ საქმიანობას დაუბრუნდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იურისტი პოდმეშალსკი ლეჩხუმის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თელავში ყაზარა ხითაროვმა წიგნების ახალი მაღაზია გახსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს თბილისის პოლიციამ ექიმ ფონ-ერტელის დაკარგული მცირეწლოვანი ქალიშვილი ქალაქის ერთ-ერთ სარდაფში იპოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ უნდა წარმოედგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი და კონსტანტინე შათირიშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.

