რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 21 იანვარს, დილის 8 საათზე, 48 წლის მარიამ ივანეს ასული დემურია გულის მანკით გარდაიცვალა კიტა აბაშიძის ბინაში.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მარიამ ივანეს ასული დემურია სახალხო თეატრის საქმეებს ხელმძღვანელობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტანტინე საბახტარიშვილის ხელმოწერით აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელს თბილისში საქართველოში გამოგზავნილ თანამშრომელთა დაპატიმრების თაობაზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭომ განიხილა საკითხი ქალაქების წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ექიმმა მუხარინსკიმ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ წყლით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ვალდებულება იყო. წყალსადენის მოწყობის დროს უნდა გამოკვლეულიყო წყლის გეოლოგიურ-სანიტარული პირობები, მდინარის წყლის მიწოდების შემთხვევაში მოწყობილიყო საფილტრაციო სადგური, ეპიდემიების დროს შემოეღოთ წყლის და წყალსადენის დაწესებულების დეზინფექცია, ასევე უნდა განვითარებულიყო კანალიზაცია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭოს თავმჯდომარემ ექიმ მუხარინსკის მოხსენების მოსმენისა და განხილვის შემდეგ აღნიშნა, რომ ქალაქების თვითმმართველობას უნდა ესარგებლა მომხსენებლის რეკომენდაციებით.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისთვის დაევალებინათ დაკავებული კოტრაბანდული საექიმო ტვირთის შეფასება, რის შემდეგაც ტვირთი გადაეცემოდა ცენტრალურ სააფთიაქო საწყობს საექიმო-სასანიტარო დაწესებულებათა შორის გასანაწილებლად.