რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს გაზეთ „დროების“ ცნობით, მხატვარმა პრემმაციმ პეტერბურგში გამოფენა მოაწყო. დიდი ყურადღება დაიმსახურა კავკასიის თემაზე შექმნილმა ტილოებმა: „დარიალის ხევი“, „ერევნის ქურთი“, „ახალციხელი სომეხი“, „ქართველი მებატონე“ და „ქართველი თავადის ცოლი“.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასანიტარო აღმასრულებელი კომისიის მუშაობაში პოლიცმეისტერი ლ. პ. მასტიკცი და მოურავი გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ბოქაულის თანაშემწე თ. ჯავახიშვილმა ძარცვაში ბრალდებულები ნაგი-კურბან-ოღლი და აბდულ-ქაირალი-ოღლი დააკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერმა სულპიცკიმ ქუთაისის გუბერნიაში ნავთის საბადოები აღმოაჩინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება, რომ სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად იმოძრავებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თ. შ. ტუსიშვილის, ვლადიმერ ბარათაშვილისა და ალექსანდრე შმოვანოვის საქმე, რომელთაც დავით გაბაშვილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ი. დარუაშვილი, გ. იორდანაშვილი, ი. მოსაშვილი, რ. ნასიძე, გ. ხატისკაცი და ა. შ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.

