რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ბ. ი. ლაპინსკაია თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ე. ა. ბერენიცკი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ვ. კ. ჭიჭინაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ლ. ე. ბარამიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ნიკოლაი გ. კრასნოვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ვ. ა. კუჩარკი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს გ. ე. იმნაიშვილი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ნ. ნ. ისაევი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციის უფროსის დადგენილებით, ეზოებისა და სავაჭრო დაწესებულებათა უსუფთაოდ შენახვისათვის 500 მანეთით დააჯარიმეს თავართქილაძე, სააქოვი და სხვ., რომელთაც ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში 1 თვით ციხეში ჩასმა ემუქრებოდათ. 300 მანეთით დაჯარიმდნენ გომართელი, ადამოვი და სხვ., 100 მანეთით კიკნაძე და საპიცკი. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ უკანასკნელთ ორი თვით ციხე ემუქრებოდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი გაზრდილი გადასახადებისა და ბაჟების მოკრეფის არსებული კანონის მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ჯარისკაცთა საჭიროებისათვის სპირტის, თუთუნის, პაპიროსის, წურწუმისა და პაპიროსის ქაღალდის უაქციზოდ მიცემის მოსპობის შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულება გადაეცა იურიდიულ კომისიას განსახილველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის შესახებ გადაეცა იურიდიულ და საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და ერთხმად მიიღეს კანონპროექტის საბოლოო რედაქცია მუშათა დამზღვევი კანონის მუხლის შეცვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი ჯარის შევსების შესახებ გადაეცა სამხედრო კომისიას განსახილველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ქართული უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების კანონპროექტი განსახილველად განათლებისა და საფინანსო კომისიას გადაეცა.
1918
ტიპი: ავტორობა
ინჟინერ მელიქ ასლანოვის 1918 წლის 8 აგვისტოს წერილში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედებულიყო საერთო საქმეთა და ტექნიკური სამმართველო, ასევე სალიკვიდაციო განყოფილება. მათ შტატების არსებული პროექტებითა და თანამდებობებით უნდა ეხელმძღვანელათ და ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დროებით ინჟინერი ალექსანდრე სამოილოვი უნდა მიეწვიათ, სალიკვიდაციო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კი – ა. ი. ვეისი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო კონტროლიორის, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება რუსეთის წითელი ჯვრის ლიკვიდაციის შესახებ და დაადგინეს, მიწათმოქმედების მინისტრს მიეცეს 320 000 მანეთი მომარაგების კომიტეტიდან მის სალიკვიდაციოდ იმ პირობით, რომ ეს ვალი კომიტეტს გადაუხადოს წითელი ჯვრის ქონების ნაწილის გაყიდვით, დანარჩენში მიეცეს საკრედიტო მოწმობები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 აგვისტოს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელი გედევან წერეთელი განათლების სამინისტროს გიმნაზიის მოსწავლეთა სიას უგზავნის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ს. დადიანი, რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე. დამხმარენი: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ს. დადიანი, მდივნობდა - საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი. კომისიამ განაგრძო ჯარის დებულების განხილვა.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 7 აგვისტოს დუშეთის საკოლო კომისიის თავმჯდომარე ინაშვილმა მისწერა განათლების სამინისტროს, რომ ერთი წლის წინ დაარსებულ სკოლაში არ არსებობდა ბიბლიოთეკა და მერხები, ქალაქს კი არ გააჩნდა სახსრები მის დასახმარებლად. ინაშვილმა სთხოვა სამინისტროს, რომ რომელიმე გაუქმებული სკოლის ნივთები გადასცათ აღნიშნულ სკოლისთვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 აგვისტოს თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიაში მუშაობდნენ: ი. ნოვოსელოვი – დირექტორი, საღვთო სჯულის პედაგოგები – ლ. ლევტონოვი, ი. მირიანოვი, ვ. ტერ-გევორქიანი, ტომაშევსკი, მაიერი, პ. პრილინკო, რუსული ენის პედაგოგები – ნ. გოროდეცკი, ბ. კარლოვიჩი, ლათინური ენის –ა. თათარინოვი, ნ. რომანოვსკი, გერმანული ენის – ა. ვალინგი, ო. მიულბაუმი, მათემატიკის – ფ. დაილიდი, ფიზიკა– ნ. სუდაკოვი, გეოგრფიის– ა. სარაჯიევი და ფრანგული ენის მასწავლებელი ე. თიმირნზაევი.

