რეგისტრირებული ფაქტები75929
სორტირება თარიღი კლებადობით
2024
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრად და მოურავის მოადგილედ ნამუშევარ ა. ა. ივანენკოს ქალაქის მოურავობაზე კენჭისყრა სურდა.
2024
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ერემის ძე ანთაძე გერმანიის საზღვარზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა.
2024
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს დუშეთის სამოყვარულო დასის სცენაზე ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში ვერა ვლადიმიროვისა, ნ. ჯინჭველაძისა, ნ. დაფქვიაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ალ. ვლადიმიროვი, შ. ჯინჭველაძე, ალ. ლალიაშვილი და გ. შახმადინი მონაწილეობდნენ.
2023
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.
2015
ტიპი: თანამდებობა
2015 წელს პაატა ნაცვლიშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის, ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.
2012
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
2002
ტიპი: ღონისძიება
2002 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
2001
ტიპი: პირადი ინფორმაცია
2001 წელს ოთარ დავითის ძე ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.
1998
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1998 წელს ჯანსუღ ავდიდის ძე ჩარკვიანს შალვა დადიანის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
1997
ტიპი: ღონისძიება
1997 წელს ნოშრევან გალაშვილი საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოში დაბრუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
1997
ტიპი: თანამდებობა
1997 წელს ოთარ დავითის ძე ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო.
1997
ტიპი: თანამდებობა
1997 წელს ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო.
1994
ტიპი: გარდაცვალება
ალექსანდრე ბარამიძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.