საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90188

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკი ვლადიმერ სუმბათაშვილის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, კ. პლიუშჩევსკი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 6 თებერვალს არღუთინსკი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 6 თებერვალს წილოსანი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების ხაზინადრის მოადგილედ აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 7 თებერვლის „დროებაში“ ა. გოგოლეთელის სტატია „ლიტერატურული ფონდი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 თებერვალს ქურდებმა ია ელიოზიშვილის დუქანი გატეხეს და ბეწვეული წაიღეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვ. ვ. სმიტენი თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ვ. ვ. სმიტენს იუსტიციის მინისტრმა თბილისის, სიღნაღის, თელავის, სურამისა და კოდალოს სასამართლოების განყოფილებათა რევიზია დაავალა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის თებერვალში ქუთაისის სკოლის პედაგოგი ექვთიმე ივანეს ძე ჭალაკანიძე გარდაიცვალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 თებერვალს ვარვარა ზარუდნაიასა და ვლადიმერ ოპოჩინინის მონაწილეობით პირველი კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულ ღარიბ მოსწავლეთათვის საზაფხულო თეატრში კონცერტი გაიმართა.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 9 აპრილს ვლადიმერ სუმბათაშვილი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის განზრახ დაჭრისთვის დამნაშავედ სცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სიღნაღის მაზრის ბაკურციხის ბოქაულის თანამდებობის აღმასრულებელს, გუბერნიის მდივან თავად დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძეს კოლეგიის მდივნის სტატუსი მიენიჭა.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის აპრილში მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 1944 წელს ტყვეობაში გატარებული დღეების აღწერას აპირებდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ახლად დაარსებულმა ნოქართა დახმარების საზოგადოების დროებითმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საზოგადოება მუშაობას იწყებდა. დროებითი გამგეობის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ქალანთარი, ვ. ლ. პიატკოვი. ე. ი. სინელნიკოვი, ტ. ხ. თუმანიანცი.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის მაისში ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში წაიკითხა მოხსენება „ქართული მუსიკა“.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წელს გიორგი კვინიტაძეს სამი თვით და ესტუმრა ლევილში თბილისიდან.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის ლაილაშის სასოფლო ქსენონის უფროსს, სამთელაძეს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.

1968

ტიპი: ღონისძიება

1968 წლის იანვარში ნიკოლოზ მათიკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის 22 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, სთხოვა, გაეგზავნა აკაკი წერეთლის „სულიკოს“ ტექსტი, რომელიც პოზნანში ერთ-ერთ მუსიკის გუნდს სჭირდებოდა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ბაქოს სავაჟო გიმნაზია დაასრულა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლემ, ზაქარია ხიდირბეგიშვილმა.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 25 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ორი ოპერაცია გაიკეთა და 73 დღე საავადმყოფოში იწვა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის დეკემბერში გიგა ტურაშვილი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 31 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 10 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე სამხედრო სანატორიუმში მიდიოდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის დადგენილებით, თბილისის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მინდობილობის უმცროს მოხელეს, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკის კოლეგიის რეგისტრატორობა მიენიჭა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იმპერატორ ნიკოლოზ პირველის სახელობის ამიერკავკასიის დედათა ინსტიტუტში წილი უყარეს 5 თავისუფალ ვაკანსიას, რომლებზეც მიიღეს შემდეგი მოსწავლეები: მარიამ არღუთინსკი- დოლგორუკოვი, ანა ხირსელოვი, ქსენია იუხნოვიჩი, ნადეჟდა ტიზენჰაუზენი და იულია მერკულოვი.