რეგისტრირებული ფაქტები91664
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ს მიხედვით, ადამია საქართველოს სურსათით მომარაგების უფროსი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ში დაბეჭდილ სურსათის სამინისტროს განცხადებას ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადების თანახმად, სურსათის სამინისტროს მარილით მოსამარაგებლად 25 სექტემბერს დაინიშნა ახალი აუქციონი. განცხადებაში მითითებული უნდა ყოფილიყო გადახდის პირობები.
1891
ტიპი: გარდაცვალება
1891 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა სამოქალაქო მრჩეველი, თერგის ოლქის გამიჯვნის საქმის გამგე გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სურსათის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადებიდან ირკვევა, რომ 5 სექტემბერს ფორმალური მიზეზების გამო ვერ ჩატარდა აუქციონი, რომელსაც სამინისტროს მარილით მომარაგების საკითხი უნდა გადაეჭრა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 16 ნოემბერს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლმა მნათედ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე აირჩია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 ნოემბერის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კონსტანტინე დუმჩევი თბილისში ჩამოსვლას და კონცერტების გამართვას აპირებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 მარტს თბილისის საკრედიტო საზოგადოების კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კონსტანტინე ალიხანოვი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 მარტს თბილისის სამეურნეო ბანკის წევრთა წლიური კრება თულაევმა გახსნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მარტს თბილისში ალექსანდრე დავითის ძე ნაკაშიძე ჩამოვიდა და სასტუმრო „კავკაზში“ დასახლდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 მარტს თბილისის სამეურნეო ბანკის წევრთა წლიური კრების თავმჯდომარედ ივანე ზაქარია ძე ანდრონიკაშვილი აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 30 მარტს თბილისში საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების წლიურ კრებაზე სამმართველოს თავმჯდომარედ გრიგოლ ადელხანოვი აირჩიეს.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 26 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს განყოფილებამ ჯიბო კაკაშვილი თემო კაბულაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 აპრილს ქალაქის გამგეობის წევრებმა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს ამომრჩეველთა შესწორებული სიები წარუდგინეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აპრილს ქალაქის საბჭომ განიხილა საჯარო ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს დირექტორის, გუსტავ ივანეს ძე რადეს წინადადება. მისი თქმით, თუკი ბიბლიოთეკას ყოველწლიურად 800 მანეთით გაუზრდიდნენ დაფინანსებას, ასევე ბიბლიოთეკაში გაიყვანდნენ წყლის მილს და ელექტრონით გაანათებდნენ დარბაზებს, ბიბლიოთეკა ღია იქნებოდა ყოველდღე, გარდა კვირისა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აპრილს ქალაქის საბჭომ განიხილა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის წინადადება. მისი თქმით, „ახალ-მალაკნის ქუჩას“ სახელი უნდა შეეცვალათ და დაერქვათ „შემეტიევის ქუჩა“. საბჭომ ერთხმად მიიღო გუბერნატორის წინადადება.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ბურჭულაძე ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების მდივანი იყო.
1899
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს პატარძეულში.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წელს გიორგი ლეონიძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ლიტერატურული მუზეუმის დაარსებაში, რომლის დირექტორი იყო 1953 წლამდე.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საბჭოების მე-8 საგანგებო ყრილობის დელეგატად.

