საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90132

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მარტში ილია ჭავჭავაძე ბათუმში, ნურიბეგ ხიმშიაშვილის ოჯახში, აჭარელ საზოგადო მოღვაწეებს – ჰუსეინ აბაშიძეს, ჰუსეინ ბეჟანიძესა და ლევან გაბუნიას – შეხვდა და სკოლის საკითხებზე ესაუბრა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ საზოგადოების სტიპენდიატების მოთხოვნა სტიპენდიის გაზრდის შესახებ არ დააკმაყოფილა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 18 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სტიპენდიატების უფასო საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ბ-ნი იანოვსკის წერილის გამო“ კირილე იანოვსკის მოეწონა და ილიას გაცნობა გადაწყვიტა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის მაზრის დაცარიელება“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 თებერვალს ილია ჭავჭავაძე „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მესამე სხდომას დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძე წარმოდგენას „ჟოზეფ, პარიზელი კინტო“ დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 12 მარტს ილია ჭავჭავაძე ბათუმის სკოლის გახსნას დაესწრო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ლევან გაბუნია ბათუმის პოლიციის უბნის რწმუნებული იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ნური-ბეგ ხიმშიაშვილი ბათუმის ოლქის პოლიციის ინსპექტორი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით ივანე როსტომაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელო სარეცენზიოდ კონსტანტინე ნაცვლიშვილს გადაეცა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ჩარკვიანმა საზოგადოებას 50 ცალი „კაცია-ადამიანი?!“ შესწირა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე მაჩაბლის საპასუხო წერილი „უკანასკნელი პასუხი“, რომელშიც ილია ჭავჭავაძეს საბანკო საქმის უცოდინრობაში დასდო ბრალი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის იანვარში დავით ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს მამამისის, გიორგი ერისთავისთვის მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელისაბედ ბრონიცკაია-ვორონცოვას 1850 წელს მიწერილი ბარათი გადასცა.

1873

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1873 წელს პარიზში გამგზავრებამდე ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძეს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვა სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 თებერვალს ბათუმის სკოლის გახსნის დაგვიანების გამო ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ნანეიშვილს მისწერა და სთხოვა, სკოლის გახსნის თარიღი ეცნობებინა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წელს ვახტანგ თულაშვილმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, სთხოვდამ მონაწილეობა მიეღო დეკემბერში თბილისში დაგეგმილ სალიტერატურო საღამოში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის თებერვალში კირილე იანოვსკი ილია ჭავჭავაძეს ესტუმრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსული ენის სწავლების პირველი კლასიდან დაწყების პროექტი არ ამოქმედდებოდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავს ახალგორში ესტუმრა. მასთან ერთად იყვნენ „ივერიის“ თანამშრომლები: ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეები, დავით მიქელაძე, ლევან ჯანდიერი და სხვ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ილიას ტექსტებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს სერგეი მესხმა ილია ჭავჭავაძეს წერილთან ერთად გიორგი ანდრონიკაშვილის სარწყავი არხის პროექტი გაიგზავნა და სთხოვა, თავისი აზრი მიეწერა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მოისმინეს გიგო ჭიაურის საჩივარი იკოთელი თავადის ბეჟან ფიცხელაურის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედებოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს იან ამოს კომენსკის, იოჰან პესტალოცისა და სხვათა პედაგოგიური წიგნების მიწოდება სთხოვა. მას კირილე იანოვსკისთვის საპასუხო წერილის მომზადება სურდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება, ერთ წევრს ხმამაღლა ეკითხა „ვეფხისტყაოსანი“ და სხვებს ნუსხებთან შეეჯერებინათ.