რეგისტრირებული ფაქტები91660
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1988
ტიპი: გარდაცვალება
იონა მეგრელიძე გარდაიცვალა 1988 წლის 1-ელ აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
1921
ტიპი: თანამდებობა
იონა მეგრელიძე იყო 1921 წელს ჩამოყალიბებული საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე დაიბადა 1902 წლის 27 მარტს დაბა ლანჩხუთში, მღვდლის ოჯახში.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946 წელს ალექსანდრე ბარამიძე აირჩიეს რსსრ უმაღლესი სკოლების პროფკავშირის პრეზიდიუმის წევრად.
1947
ტიპი: ორგანიზაცია
1947 წელს ალექსანდრე ბარამიძე აირჩიეს პოლიტიკური და სამეცნიერო სწავლების საზოგადოების წევრად.
1947
ტიპი: ორგანიზაცია
1947 წელს ალექსანდრე ბარამიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, იქნებ ჟორდანია თვლიდა, რომ სახელმწიფოს ზედნაშენი არ უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში მის ეკონომიკურ ბაზისთან. თუმანოვი არამარტო ჟორდანიას მოუწოდებდა ამ თემასთან დაკავშირებით მრავალ პრობლემურ საკითხზე ჩაფიქრებას, არამედ იმათაც, ვისაც ევალებოდა საკანანომდებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, არავის უნდა დავიწყებოდა, რომ ქვეყანა ვითარდებოდა არა მუშათა კლასის, არამედ სოფლის მოსახლეობის ძალისა და მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც მან განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის აღმშენებელთა სახელმწიფოებრივი სიბრძნე იმაში მდგომარეობდა, რომ მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა შეძლებოდათ და არა მოვლენათა კუდში ჩანჩალი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-25 წლებში ალექსანდრე ბარამიძე იყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის საქმეთა მმართველი.

