რეგისტრირებული ფაქტები91660
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადება. განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის „Орленок“-ს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4-მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ლეონ ისეცკი და მოლჩანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში უნდა გამართულიყო 4-მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ კანიტინი, ბალაბანი, ზუბარევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4 მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: შვამბერგი, იანსა, ოვსიანიკოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4 მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. წარმოდგენას უდირიჟორებდა სამოსუდი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში უნდა გამართულიყო 4-მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ დემიანენკო, ეზროვი, კურბატოვი.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იონა მეგრელიძე დაიბადა 1900 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პეტრე ბესარიონის ძე ბახტურიძე დაიბადა 1900 წლის 7 აგვისტოს ქუთაისში, ხელოსნის ოჯახში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლიდან პეტრე ბახტურიძე მასწავლებლად მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ამაღლებაში.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის თებერვალში პეტრე ბახტურიძე მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმში.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925 წლის სექტემბრიდან პეტრე ბახტურიძე ქუთაისის აგრონომიული ტექნიკუმიდან მასწავლებლად გადაიყვანეს ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წლის ივლისში პეტრე ბახტურიძე დანიშნეს ქუთაისის კულტურის სახლის დირექტორად.
1944
ტიპი: თანამდებობა
1944 წლის მარტიდან პეტრე ბახტურიძე მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში ჯერ მთარგმნელად, ხოლო შემდეგ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგის მოვალეობას ასრულებდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934-35 წლებში პეტრე ბახტურიძე სათავეში ედგა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებას.
1955
ტიპი: თანამდებობა
1955-1968 წლებში პეტრე ბახტურიძე განაგებდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურულ ნაწილს.

