საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89851

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბრის საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თანახმად, იტალიურ-კავკასიური ბანკის გამგეობამ პრეზიდიუმს ნოე ჟორდანიას ბიუსტის გამოსაქანდაკებლად საჩუქრად გადასცა იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოს ქვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ფარნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის ელჩები. მათი აზრით, ქართული ჯარის ფორმირება საჩქარო იყო და ისინი ქვეყანას ფინანსურ მხარდაჭერას და ადამიანურ რესურსს პირდებოდნენ, თუმცა იარაღის მოწოდებაზე უარს აცხადებდნენ.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 4 მარტს პოლკოვნიკი ი. ო. პუზირევსკი და ხიშტებმომარჯვებული ჯარისკაცები მიტროპოლიტ დოსითეოს ქუთათელის ოთახში შეიჭრნენ და შეიპყრეს.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წელს პოლკოვნიკი ი. ო. პუზირევსკი გურიაში გაემგზავრა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ივნისში სასულიერო სემინარიაში გამართული ქართული სამღვდელოების კრება საქართველოს ეგზარქოს ნიკონის ბრძანებით კაზაკებმა დაარბიეს.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვასილ ბაროვს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1820

ტიპი: გარდაცვალება

1820 წლის მარტში ნაცემ-ნაწამები და დატყვევებული დოსითეოს ქუთათელი რუსეთისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. მიტროპოლიტი ანანურის ტაძარში დაკრძალეს.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წლის 28 მაისს ეგზარქოსი ნიკონი სასინოდო კანტორაში მოკლეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წლის მაისში ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის გამო ბევრი ქართველი ავტოკეფალისტი დასაჯეს, მათ შორის ეპისკოპოსი კირიონიც.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ავტოკეფალისტებმა გაიგეს, რომ მღვდელი გურგენიძე პოლიციასთან თანამშრომლობდა და მისი მოკვლა გადაწყვიტეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს მღვდელი გურგენიძე ავტოკეფალისტებს შეუთანხმდა, რომ თუ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად მკვლელს მოძებნიდა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ეკატერინე გაბაშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კლდიაშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილიკო იმერლიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და ტერორისტულ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შიო მღვიმელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ილია ჭავჭავაძის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ფარნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის ელჩები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სამხედრო სექციიდან ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე და ალექსანდრე ზაქარიაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა და ნოე რამიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სომხების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები: ერზიკიანცი, აგარონიანი და სხვა ხუთი კაცი. მათი აზრით, რუსული ჯარი კავკაციის ფრონტზე უნდა დარჩენილიყო, შექმნილიყო ეროვნული კორპუსები და ფრონტი გამაგრებულიყო აღნიშნული ეროვნული ძალებით. ასევე, უნდა შექმნილიყო სახალხო მილიცია ქალაქებსა და სოფლებში და დაწყებულიყო დიპლომატიური მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო სომხების ეროვნული საბჭოს შვიდი წარმომადგენელი: ერზიკიანცი, აგარონიანი და კიდევ ხუთი კაცი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გლეხთა დეპუტატების ადგილობრივ ცენტრს უარი ეთქვა ფინანსურ დახმარებაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის, ესენი იყვნენ: ნესტორ დიანოსის ძე კახაძე – 3 მან., გლახუა დავითის ძე კაჭახიძე – 1 მან., ივანე დიანოსის ძე კახაძე –1 მან., გიგო ოტიას ძე კოხრეიძე – 2 მან., მაქსიმე ოტიას ძე კოხრეიძე – 2 მან.

1817

ტიპი: ღონისძიება

1817 წელს ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი იმერეთში გაემგზავრა, გურია-სამეგრელოში კი ხალხი გაგზავნა საეკლესიო მამულების აღსაწერად და ჩასაბარებლად.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817 წელს დაუმორჩილებლობის გამო სინოდმა ეგზარქოსი ვარლამ ერისთავი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად თეოფილაქტე რუსანოვი დანიშნა.