საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90108

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე იოსების ძე ჭავჭავაძის მუკუზანსა და ურიათუბანს შორის მდებარე 8 დესეტინასა და 530 კვადრატულ საჟენ ბაღს, სამოსახლო და სახნავ-სათეს ადგილებს.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილი სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა საზოგადოების საცავისთვის ხელნაწერების (ეტრატზე ნაწერი „სვინაქსარი“, მეტაფრასი, „სახარება“) შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ვარჯიშის მიმართ ეხლანდელ სკოლებში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო ბანკის გამართვა თავადაზნაურთათვის“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე 2 დესეტინა სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ვარჯიშის მიმართ ეხლანდელ სკოლებში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ნავთის საქმის მომავალი კავკასიაში“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ პაატას ძე გოგნიაშვილის ქვემო ხოდაშენში მდებარე ერთ დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წელს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი-მაყაშვილისა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი ქაიხოსროს ძე ბებურო-ვაჩნაძის კარდანახში მდებარე 2 დესეტინასა და 1330 კვადრატულ საჟენ სამოსახლო ადგილსა და ბაღს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია ნიკოლოზის ძე მაღალაშვილის ჩოჩეთში მდებარე 2 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ ბაღს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თამარა ივანეს ასულ აბაშიძის გურჯაანში მდებარე ერთ დესეტინასა და 2120 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია გიორგის ასულ ჩიკვაიძის თელავის მაზრაში მდებარე 5 დესეტინა ვენახს.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს იალტაში დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილი გარდაიცვალა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წინამძღვარიანთკარის სკოლისთვის თანხის, წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნა გადაწყვიტეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პავლე დიმიტრის ძე ტატიშვილს ხოვლეში 1,5 დესეტინა ბაღი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თამარა ივანეს ასულ აბაშიძისას გურჯაანში ერთი დესეტინა და 2120 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ პაატას ძე გოგნიაშვილს ქვემო ხოდაშენში ერთი დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე იოსების ძე ჭავჭავაძეს მუკუზანსა და ურიათუბანს შორის 8 დესეტინა და 530 კვადრატული საჟენი ბაღი, სამოსახლო და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე წინარეხის სკოლის მზრუნველი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე დავითის ძე ქარუმიძის ხურვალეთში მდებარე 11 დესეტინასა და 240 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია გიორგის ასულ ჩიკვაიძეს თელავის მაზრაში 5 დესეტინა ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია ნიკოლოზის ძე მაღალაშვილს ჩოჩეთში 2 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ბაღი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე დავითის ძე ქარუმიძეს ხურვალეთში 11 დესეტინა და 240 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწები ჰქონდა.