რეგისტრირებული ფაქტები91614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 26 აპრილს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე აირჩიეს იმ კომისიის წევრად, რომელსაც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანისთვის საჭირო საბუთების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 3 თებერვალს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის სხდომაზე დასაგირავებელი მამულების შეფასებისა და ბანკების მევალეთათვის შეღავათების დაწესების საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მეხუთე ნაწილი გამოქვეყნდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ანგარიში განსახილველად ლექსი ჭიჭინაძეს გადასცეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 სექტემბერს სოფელ ოქროყანაში ილია ჭავჭავაძე ივანე პოლტორაცკის დაკრძალვას დაესწრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების თხოვნა წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის მიწოდების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან გადმოსვენების საკითხი განიხილეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებში საწევრო შეიტანა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე არ დაეთანხმა გამგეობის წევრთა წინადადებას ბათუმსა და ბაქოში სააგენტოების გახსნასთან დაკავშირებით.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც ბანკის 1877 წლის ანგარიში განიხილეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის აპრილში გამართულ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე სამი წლის ანგარიში განიხილეს და ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი წესდების ახალი ვარიანტი მიიღეს. ახალი წესდება დასამტკიცებლად რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტროში გაგზავნეს.

