საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91605

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა გადასახადთა მომატების განხილვისას უპასუხა ოპოზიციას, რომ კრიტიკა უადგილო იყო, რადგან სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო ხალხის შენახვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ბეჟან როსტომის ძე საბახტარიშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ვასილ თოფურიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, დ. გრიგოლია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, პეტრე ეგორშევი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ევგენი მეიერი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვ. ჯაიანი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნ. სიორიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბეჩუ გაბელია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სამსონ ჭოჭუა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე რაევის შუამდგომლობით თბილისის სასულიერო სემინარიაში სახელმწიფო ვაკანსიით განსაზღვრული მოსწავლეთა მისაღები ადგილები გაზარდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ახალი წიგნი „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა“ იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძე ცხინვალში ღვინის საყიდლად ჩავიდა, თუმცა დაგემოვნების შემდეგ განაცხადა, რომ ეს ღვინოები გასაყიდად ვარგისი არ იყო.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში 105 წლის მოხუცი გიგა ცარახოვი ცხოვრობდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში 120 წლის მოხუცი დუდა შანაევი ცხოვრობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ხახანაშვილის სტატია „მგზავრის დღიურები“ დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა სოლომონის ასულ წინამძღვრიშვილის საცხენისში მდებარე 68 დესეტინასა და 238 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სათიბ, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვრისა და გიორგი დავითის ძე ამილახვრის კასპსა და ძევერაში მდებარე 31 დესეტინასა და 250 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილის ბულაჩაურში მდებარე 2351 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ხმალაძის აძვში მდებარე 92 დესეტინასა და 1100 კვადრატულ საჟენ ტყეს, სამოსახლო, სათიბ, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა სოლომონის ასულ წინამძღვრიშვილს საცხენისში 68 დესეტინა და 238 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სათიბი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის სენებში მდებარე 260 დესეტინასა და 960 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა ბეჟანის ასულ ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე 34 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის სენებში 260 დესეტინა და 960 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში, სათავადო ქუჩაზე, ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.