რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: მფლობელობა
1887 წლის 1-ელი იანვრიდან ივანე ივანეს ძე კერესელიძის სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ პირველად გამოვიდოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის სკოლაში საღვთო წერილს ასწავლიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა გიორგი ასათიანმა ჯავახეთის საერო სკოლებს ქართული წიგნები აჩუქა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ასათიანი ჯავახეთში მღვდლად მსახურობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უწმინდესი სინოდის კანცელარიის გამგებელმა ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ძველი სენაკის განყოფილება დაათვალიერა. მას განსაკუთრებულად მოეწონა რუსული ენის სწავლება, რისთვისაც მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და პეტერბურგიდან ხატის გამოგზავნას დაჰპირდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაათვალიერა და ათი თუმანი შესწირა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ერმალოვი „ნეოკლადნი სბორების“ დირექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ერმალოვი პეტერბურგიდან კავკასიაში ნავთისა და ჭაჭის არყის წარმოების საქმეების გასაცნობად გაემგზავრა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელი სარქისოვი რკინიგზით არაფხიზელ მდგომარეობაში მგზავრობდა და კონდუქტორმა ვაგონიდან გადასვლა სთხოვა, იგი გაბრაზდა და თავად კონდუქტორს დაუპირა გადაგდება. ხმაურზე სხვა პოლიციელები მივიდნენ და სარქისოვი დააკავეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს 25 მანეთის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი სამეგრელოდან თბილისში დაბრუნებულა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაილზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა თბილისის მეჩეთს შესწირა 500 რუბლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა 1000 რუბლი გაიღო უპოვართათვის დასარიგებელი ცხვრის ხორცის საყიდლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ ქერიმ ფაშა იყო თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლიტვის სახელმწიფოს სრულუფლებიან წარმომადგენლად კავკასიის ქვეყნებში დაინიშნა ფ. ი. დაილიდი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაიაზეთის ოლქში ატეხილი არეულობის გამო იქაურები შუამდგომლობდნენ სომხეთის მთავრობის წინაშე, ს. ა. ყორღანოვის კომისრად დანიშვნის თაობაზე. მათი აზრით, ყორღანოვი შეძლებდა ოლქში წესრიგის დამყარებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქუთაისის ე. პ. ხოჯევანოვას კერძო ქალთა პროგიმნაზიაში სწავლა იწყებოდა 20 სექტემბერს.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. პ. ხოჯევანოვა კერძო ქალთა პროგიმნაზიას ფლობდა ქალაქ ქუთაისში.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 200 რუბლით დაჯარიმებულ იქნა ა. ვართანიანი, ხორცის დახლის ნებართვის გარეშე გახსნისათვის.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბონდარევი რძის დაწესებულზე ზედმეტ ფასში გაყიდვისთვის დააჯარიმეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 18 სექტემბერს მერვე კომისარიატის რაიონში მდებარე რკინიგზის ტერიტორიაზე მოკლეს პრაპორშჩიკი ივანე კარჯელაძე.

