საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დუშეთში დატრიალებული ამბების გამოძიების საქმეში რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებულმა პ. კახიანმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ ივნის-ივლისში დუშეთის ოლქში განვითარებული მოვლენების გამოძიება დასასრულს უახლოვდებოდა. ამიტომ იგი თხოვდა მოქალაქეებს, მოეწოდებინათ საგამოძიებო კომისიისათვის ყველა სახის დოკუმენტი, რაც უკავშირდებოდა დუშეთის საქმეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პ. კახიანი იყო რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებული დუშეთის ოლქში განვითარებული მოვლენების გამოძიების საქმეში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 18 სექტებერის ღამეს გარდაიცვალა ქართველი ბელეტრისტი არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი (ლალიონი).

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილის ფსევდონიმი იყო ლალიონი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო ბელეტრისტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო ერობის სათათბიროს წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ მადლობა გადაუხადა ს. ნ. და დ. ა. ციციშვილებს 30 მანეთის შეწირვისათვის.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ა. შენინგს გაყალბება ბრალდებოდა. კავკასიის სამხედრო სასამართლო მის საქმეს 23 სექტემბერს მესამედ განიხილავდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზოლოტარევი კოლეგიის მსაჯული იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანიუკოვი პოლიციელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 სექტემბერს ზოლოტარევს მსახურმა, აზნაურმა კონსტანტინე მაჭავარიანმა „ლებედის“ მოდელის 300 მანეთის ღირებულების თოფის მოჰპარა. პოლიციელმა ივანიუკოვმა ნივთი იპოვა და პატრონს დაუბრუნა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მაჭავარიანი თოფის ქურდობისთვის დააპატიმეს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში სტამბას ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ორბელიანის ლექსები გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის სტამბაში დაიბეჭდა და მალე გასაყიდად გამოვიდოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თეიმურაზ პირველის ლექსების კრებულს ბეჭდავდა და მალე გამოიცემოდა. სასურველი იყო ავტორს წიგნისთვის მეფის ცხოვრების აღწერა და ლექსების კრიტიკული განხილვა დაერთო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალა“ უნდა წარმოედგინათ. მთავარ როლს ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ასრულებდა, თუმცა ავად გახდა და გადაიდო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში პიესა „ხათაბალის“ ნაცვლად „ცოლი-მეუღლე“ წარმოადგინეს. სვიმონის როლი დავით მერაბის ძე გამყრელიძემ შეასრულა. მან როლი კარგად არ იცოდა, რადგან გვიან გაიგო რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ნაცვლად უნდა ეთამაშა და ამიტომ შეცდომები ეპატიებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ალექსანდრე დიუმას პიესას „კინს“, რომელშიც მთავარ როლს ვალერიან ლევანის ძე გუნია შეასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ ივლისს თბილისის სასამართლო პალატაში ნ. ნ. ქუთათელაძის საქმეს განიხილავდნენ. მას ახალი სენაკის პოლიციის ბოქაულის გაზეთ „Юридическое Обозрение“-ში აუგად მოხსენიება ბრალდებოდა. სასამართლომ ქუთათელაძე უდანაშაულოდ ცნო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ნ. ქუთათელაძე კერძო ადვოკატი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ ივნისს ნინო ჯანყულოვს მოსამსახურემ სოფ. ბელოტიმ 145 მანეთი მოპარა და მიიმალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლის მსურველებს ოც აგვისტომდე შეეძლოთ საბუთების შეტანა.