რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გოცირიძე იყო კორნეტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, შესყიდვები მათი მხრიდან განხორციელდებოდა არა ბერლინელი ჩინოვნიკების შუამდგომლობით, არამედ სოლიდური ფირმების მონაწილეობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. კანდელაკი იყო ინჟინერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, გერმანელები საქართველოში მშვიდობიანი საქმიანობისათვის ფუნდამენტის ჩასაყრელად მოვიდნენ. მისი აზრით, ეს საქმიანობა უზარმაზარ სარგებელსა და მოგებას მოუტანდა მის თანამემამულეებს, რადგან საქართველო უსაზღვროდ მდიდარი იყო წიაღისეულითა და ყველა სახის ნედლეულით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერნჰაგენის თქმით, გერმანია ხელს შეუწყობდა საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნისთვის აუცილებელი ყველა ტიპის წარმოების ამოქმედებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, ბერლინიდან კავკასიაში ჩამოვიდა დოქტორი თილო ფონ ვესტერნჰაგენი, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება. ვესტერჰაგენის თქმით, აუცილებელი იყო კეთილსინდისიერი და შეუპოვარი შრომა ყველა მიმართულებით, რაც ბრწყინვალე ეკონომიკურ შედეგებს მოუტანდა საქართველოს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სამეგრელოდან თბილისში დაბრუნებული ეროვნული საბჭოს წევრი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის შინაშე წარდგან ზეპირი და წერილობითი მოხსენებით სამეგრელოს ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე ბესარიონის ძე რამიშვილმა დახმარება აღუთქვა ეროვნული საბჭოს წევრ დავით გიორგის ძე ჩიქოვანს სამეგრელოს ადმინისტრაციის რეორგანიზაციის საქმეში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჩიქოვანი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თბილისის მეჩეთში „ჯამა“ აღასრულეს წირვა, რომელსაც დაესწრნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში აბდულ ქერიმ ფაშა და მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თურქეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში აბდულ ქერიმ ფაშამ თბილისის მეჩეთს შესწირა 1000 რუბლი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გეგმავდა უილიამ შექსპირის უმთავრესი ტრაგედიები ეთარგმნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გეგმავდა ფრიდრიხ შილერისა და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს თხზულებები გერმანულიდან გადმოეთარგმნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლავაცკი საგუბერნიო ექიმი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ყურბანოვი იყო საოპერო მომღერალი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე განიხილავდნენ გუბერნატორის წინადადებას საგუბერნიო ექიმ გლავაცკისთვის სახელმწიფო ქონებიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძისა ქუთაისის სახელმწიფო სახაზინოს ხაზინადარი იყო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძეს 16 000 მანეთზე მეტი სახაზინო ფულის გაფლანგვა ბრალდებოდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძისა სასამართლოს გადაწყვეტილებით ციმბირის ახლომახლოს საცხოვრებლად უნდა გაეგზავნათ და ყველანაირი უფლება ჩამოერთმიათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ოქტომბერს ქართულ თეატრში ორმოქმედებიან კომედიას „ბაქი-ბუქს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ოქტომბერს ქართულ თეატრში ორმოქმედებიან ვოდევილს „დროებით სიყვარულს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

