რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აპოლონ ისაკის ძე მესხი იყო ექიმი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ჯინოშვილისას 118 მანეთი გადასცეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ღვინის გამოფენაზე ოგანოვმა კახური ღვინის წარმოებისთვის ვერცხლის მედალი მიიღო, ქრისტეფორე ვერმიშევმა კი – სიგელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლუბა ალექსის ასული კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცის, ნიკო კუციას და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის და იყო თამარ იშხნელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის ძმა იყო კონსტანტინე იშხნელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის ძმა იყო მიხეილ იშხნელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის და იყო ანა იშხნელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის დედა იყო ნინო იშხნელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელი მსახიობი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობ გიორგი არადელი-იშხნელის ოჯახი და ასევე დრამატული საზოგადოება იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 5 თებერვალს, 16 საათზე სოფელ არადეთში (ქარელი).
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ფორკატი აღდგომის შემდეგ ბანკის თეატრში გამართავდა წარმოდგენას „მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ 80 დღის განმავლობაში“.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოსე ფირანის ძე შენგელია იყო კარპე ფირანის ძე შენგელიას ძმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე კერენსკი პრაღაში დოქტორ კარელ კრამარჟთან ერთად რუსეთთთან ხელშეკრულების პირობების შემუშავებას აპირებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიამ შეიძინა ნიკო ნიკოლაძის 500 000 მან.ღირებულების ძვირფასი წიგნსაცავი ფოთში, სადაც გაიგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გაბრიელ ცისკარიშვილი და ბიბლიოთეკარი რომანოვი. წიგნსაცავი შეიცავდა 6 - 7 ათას ტომს. ამავე კომისიას გადაეცა კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის წიგნსაცავი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იაროსლავ სვატოში იყო თბილისის ჩეხთა ეროვნული საზოგადოების თავმჯდომარე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვილეშ გრომადკო იყო ჩეხოსლოვაკიის ოფიციალური წარმომადგენელი თბილისში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ვასილ ბარნოვის თხზულებათა გამოცემას, I ტომი გამოვიდოდა თებერვლის ბოლოს, მასში მოთავსებული იყო მოთხრობები: „ალუჩა“, „ყვავილებში“, „მეჩვენა“, „თებერას დანიშნული“, „ისნის ცისკარი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას ბენეფისი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე (ვანო) ბარველი სოხუმის თეატრის მსახიობი იყო.

