რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ვილჰელმ კარლის ძე ბუჩენი, რომელიც იყო საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკის თანამდებობის შემსრულებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში ეგზეკუტორად მსახურობდა მატვეი მატვეის ძე გარანინი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ხავიერ პეტრეს ძე ლევიცკი იყო კოლეგიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ავგუსტ ივანეს ძე პეშელი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ფროლოვი იყო გუბერნიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ვილჰელმ ოსიპის ძე ბიხოლდი იყო კოლეგიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი მატვეი მატვეის ძე გარანინი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ანდრეი გრიგოლის ძე მონინი, რომელიც იყო X კლასის ჩინოვნიკი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს ილიკო მათეშვილი და მისი მწყემსი გიო ბაიდოშვილი სიღნაღის მაზრაში თავს დაესხნენ ლეჩხუმელ სტუმარს და 49 მანეთი მოჰპარეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუბენ გიორგის ძე აუშტროვი თბილისის ციხის ინსპექციის კომისრად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს ბათუმში საზოგადოების განყოფილების დაარსება სთხოვა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 24 ოქტომბერს ოლქის სასამართლომ კოლია ყუფარაძეს 8 წლით კატორღა მიუსაჯა და ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან ქვანახშირის მაღაროებში გაგზავნა სამუშაოდ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეონ, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები თბილისის გამგეობამ საპატიო წევრებად აირჩია და დადგენილება დასამტკიცებლად გუბერნატორს წარუდგინა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პარმენ ნემსაძეს 3 წლით კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 დეკემბერს სოფ. ამაღლების მამასახლისად ლუკა ტყეშელაშვილი აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჭიათურის რაიონის თავმჯდომარის, გიორგი გუჯეჯიანის საქმე, რომელსაც ადგილობრივმა საველე სასამართლომ კატორღა მიუსაჯა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს საველე სასამართლომ შეატყობინა, რომ გიორგი გუჯეჯიანის საქმე გადაეცა სახალხო გვარდიის გორის რაზმის უფროს პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილს.

