რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისის სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი იყო ივანე სარაჯიშვილის ბენეფისი. ის შეასრულებდა რაულის პარტიას ოპერაში „ჰუგენოტები“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი გენერალ-მაიორი იყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა გენერალ-მაიორი გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით საქართველოს 1-ლი მსროლელთა დივიზიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის ორდენით, სტანისლავის ხმლებით, განსაკუთრებული მიღწევებისთვის – რაზმმა მისი ხელმძღვანელობით შავი ზღვის მიდამო, გუდაუთი, ადლერი და სოჭი გაათავისუფლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილემ, ალექსანდრე ლომთათიძემ ინგლისის თემთა პალატის თავმჯდომარე ჯეიმს ვილიამ ლოუზერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო მადლობის დეპეშა გაუგზავნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ჯეიმს ვილიამ ლოუზერი იყო დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი (თავმჯდომარე).
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოზურგეთის მაზრის წინამძღოლ ივსიხი ნაკაშიძის განცხადებით 17 აპრილს ოზურგეთში გაიმართებოდა თავად-აზნაურთა სამაზრო კრება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულმა იასონ ლორთქიფანიძემ საზღვარგარეთ შეიძინა 10 მილიონამდე ფუთი აბრეშუმის თესლი და ფქვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს, მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილსა და საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს ღვინოზე საწინდრის გაუქმებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.

