საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90061

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გურული შორაპნის მაზრის მცხოვრები იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გურული ნინო ავეტიქის ასულ ტერ-გრიქუროვის სახლის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონის „გმირისეულის ქალის“ II და III ნაწილი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ნ. მ. ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ნებიერიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 მარტს კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდა სანდრა დავითის ასული დავიდოვისა და დიდი მარხვის პერიოდში კონცერტის გამართვას გეგმავდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონოვა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის არტისტი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი მემამულე იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი თავადი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბალუევი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბალუევი მემამულე იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დონდაროვი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დონდაროვი მემამულე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ქუჩები მოუწესრიგებელი იყო და ქალაქის გამგეობა ყურადღებას არ აქცევდა. სწორედ ამიტომ, ყორღანოვის ქუჩის მცხოვრებლებმა გამოსავალი იპოვეს და ქვაფენილის დასაგებად თანხა შეაგროვეს, გადასცეს ამავე ქუჩის მცხოვრებელ ვასილიევს, რომელმაც ქალაქის გამგეობიდან ნებართვა აიღო, რათა სამუშაოები დაეწყოთ მუშებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თარხნიშვილი პეტერბურგში ისეთი სახელგანთქმული და პატივსაცემი მეცნიერი იყო, რომ მის საჯარო ლექციაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა,ადგილი არ რჩებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ოდესის სამეცნიერო წრეში ცნობილი იყო, როგორც ხელოვანი, ქიმიკოსი და მას საკუთარი ნაშრომებით არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ნიჭი, ცოდნა და სიბეჯითე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ახალბედა პროფესორი იყო, თუმცა საქმის ცოდნით ყურადღება მიიქცია ოდესის სამეცნიერო წრეში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში ი. ვ. გოპაძის დისერტაცია ძალიან მოეწონათ პროფესორ ჩუდნოვსკისა და მანასეინს. დამსწრე საზოგადოებამაც მხურვალე ტაშით დააჯილდოვა გოპაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდიევსკი ადვოკატი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩუდნოვსკი პეტერბურგელი პროფესორი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ჭავჭავაძის მამულში დაიწყეს მუშაობა, დაბარეს ზვრები და ხელოსნები მამულისთვის სხვადასხვა საჭირო შენობების მშენებლობას შეუდგნენ.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ჰენრიხ ივანეს ძე შარერი იყო სახელმწიფო ბაღების მმართველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი თევდორე კარლის ძე ველიანსკი იყო გერმანული კოლონიის ზედამხედველი.