რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბიჭია დავითის ძე ასათიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ზემო ქვიტირში მდებარე 3 დესეტინა და 1455 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ტყე და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ამირან ივანეს ძე კბილაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ბაღდათში მდებარე 27 დესეტინა და 1625 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ტყე, ზვარი და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხეილ გიორგის ძე ყენიას ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ სალხინოში მდებარე 13 დესეტინა და 840 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ახალციხეში, ალექსი სალარიძის მაღაზიაში იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ფოთში, ბესარიონ კალანდაძის მაღაზიაში იყიდებოდა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, როსიკოვი კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების წევრი იყო.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების წევრი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს მარშალმა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს სკოლის ფონდისთვის გაწერილი თანხის სიები წაუკითხა და განაცხადა, რომ კომისიამ სულ 3100 მანეთი გამოყო შვილების სასწავლებლად, რის შემდეგაც უკმაყოფილება გამოითქვა კრებაზე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს მარშალმა განუცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის განაწილების სიები 24 სექტემბრის კრების შეთანხმების საფუძველზე შეადგინეს. 24 სექტემბრის შეთანხმებით თითოეულ თავადაზნაურს სკოლის ფონდისთვის 50 ან 100 ლარი უნდა გამოეყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს მარშალმა განუცხადა, რომ თუ თანახმა იქნებოდნენ სკოლის ფონდისთვის თანხის განაწილების სიებიდან შეძლებული პირებისთვის დამატებით 50 ლარის გადახდა მოეთხოვათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ ძველმა წევრებმა მხოლოდ სკოლის შენობის ასაშენებლად 4000 მანეთი გამოყვეს და ახლანდელმა კომისიამ კი გადაწყვიტა 3100 მანეთით მთლიანად გიმნაზია შეენახა. ამგვარი დამოკიდებულება სწავლა-განათლების საქმის მიმართ მაზრისთვის დიდი სირცხვილი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

