საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მ. ოპეკუშენი პეტერბურგში კავკასიისთვის ამზადებდა მიხეილ ლერმონტოვის ძეგლს, რომელსაც ტანის ნაწილი ოთხ არშინზე მეტი ექნებოდა. გაზეთი „Новости“ წერდა, რომ ძეგლი ხარისხიანად იყო გაკეთებული.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდროვი პოლიციელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა ალექსანდროვმა დააკავა დუბოვიკი ნაბადის ქურდობის ბრალდებით, თუმცა ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუბოვიკი ქურდობისთვის ნასამართლევი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხენების ცნობილი ქურდი ყურბან მამაი-ოღლი პოლიციამ დააკავა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თავისივე თხოვნით სამსახურიდან დაითხოვეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თბილისის ფოსტის გამგებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი ქუთაისის, ყარსის და ერევნის გუბერნიების გამგებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი სახელმწიფო მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შეპუნოვი ყუბანის ფოსტისა და შავი ზღვის ოლქის გამგებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი აპრილიდან მიტროფანე ბოგუცკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანამდებობიდან ფოსტა-ტელეგრაფის გამგებლად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი აპრილიდან ბელიავსკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანაშემწედ დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი აპრილიდან სოკოლოვი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის, ზაქათალის, ქუთაისის, ერევნის გუბერნიების ფოსტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობიდან თბილისის საგუბერნიო ფოსტის კანტორის უფროსად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. აბაშიძე მთავარმართებლობის განკარგულებით დუშეთის სამაზრო სამმართველოს საქმისმწარმოებლად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი რუსეთში განთქმული ზოოლოგი და საუკეთესო საყმაწვილო წიგნების ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე ხალხის ყურადღება მიიქცია. სწორედ მის გამო შეიკრიბა უამრავი ადამიანი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვის მოთხრობა იყო „არწივის ფიქრი“, რომელსაც ქართველი ხალხიც იცნობდა ქართული საყმაწვილო ჟურნალიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე თავისი შეხედულება გამოთქვა საქართველოს ფრინველების შესწავლის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე ისაუბრა ძველი და ახალი თაობის მეცნიერებზე, რომლებიც ფრინველებს სწავლობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ სამუელ გოტლიბ გმელინი საუკეთესო მკვლევარი იყო მათ შორის, ვინც ფრინველებს სწავლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ სამუელ გოტლიბ გმელინი კასპიის ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნების საკვლევად იყო ჩასული, სადაც სპარსელებმა ტყვედ აიყვანეს და საპყრობილეში მოკლეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში კვლევითი საქმიანობისთვის ჩამოსულები იყვნენ ვიქტორ დინგელშტეტი, შიბერშტეინი და სხვ. მეცნიერები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ 50-იან წლებამდე არც ერთი რუსი მეცნიერი არ ჩამოსულა საქართველოში. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს რუსმა მეცნიერებმა საქართველოს ფრინველების შესწავლა.