რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 7 მაისს ეკატერინე ვოლკოვისამ თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტა. თუმცა დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს. ამბობდნენ, რომ ქალს ოჯახში პრობლემები ჰქონდა და თავის მოკვლაც ამიტომ გადაწყვიტა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ იოსებ სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 100 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი გაბაშვილი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა და სამხატვრო სასწავლებელი გახსნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის საგუბერნიო გამგეობა სახელმწიფო ვალის გადაუხდელობის გამო იოსებ ყაზაროვის ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს ყიდდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის საგუბერნიო გამგეობა სახელმწიფო ვალის გადაუხდელობის გამო გაბრიელ და მიხეილ მელქუმოვების ავლაბარში მდებარე ერთსართულიან სახლს ყიდდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ორ-ანის ფსევდონიმით არტემ მირიანის ძე ახნაზაროვმა პოლონურუიდან თარგმნილი პატარა მოთხრობა დაბეჭდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. მ. გეთიამ სკოლას საკლასო დაფა შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. ბ. პატარაიამ სკოლას მაგიდა და სკამი შესწირა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ საქალებო ისნტიტუტის პედაგოგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე ოთხშაბათობით და კვირაობით მასწავლებლებისა და აღმზრდელებისთვის პედაგოგიკის ფსიქოლოგიაზე ისაუბრებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 სექტემბერს ქალაქის მესამე ნაწილის სასამართლოში გაირჩა ჩარკვიანის მიერ ნაძალადევში აშენებული ქართული თეატრის შენობის საქმე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მიხაილის და ბაზრის ქუჩებ შუა მდებარე ორსართულიანი ქვითკირის დუქნები და 19 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ბესარიონ ალექსის ძე გაბაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 72 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ არონ იაკობის ძე ბუზიაშვილს, შამოელ, მიხაილ და რაფაელ ისხაკას ძე ბუზიაშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 15 კვადრატული საჟენი და 5 კვადრატი ალაბი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ იოსების ძე აბულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ქარავან-სარაის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 286 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ შალომ აბრამის ძე შაშუაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 8 კვადრატული საჟენი მიწა და 5 კვ. ალაბი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ივანე გიორგის ძე ჩირაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახანის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და ერთი ხის სახლი, ასევე 89 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ მეღვინე თ. ზ. ჯორჯაძე ხარკოვში თავისი პროდუქციის გამოფენას გეგმავდა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის სანახავად მნახველებს ბილეთი მებაღე შრერისგან უნდა აეღოთ, რომელიც კუკიაზე ცხოვრობდა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თავისი ხელნაწერების კატალოგის შედგენა (900 სახელწოდების ქართული წიგნი და ხელნაწერი იყო) დაამთავრა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ევსევი ალექსის ძე კერესელიძე წერა-კითხვის გამავრცელებელმა ორგანიზაციამ სოფელ ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა.

