საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ კრინიცკი იყო პირველი რუსი მეცნიერი, რომელმაც კავკასიის გაცნობა დაიწყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ მეცნიერმა კრინიცკიმ საფუძვლიანად შეისწავლა საქართველო და ძვირფასი სამეცნიერო მასალა შეაგროვა, რომელიც დასამუშავებელი დატოვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ მეცნიერ კრინიცკის მიერ საქართველოს შესახებ დატოვებული კვლევები დაეხმარება მას, ვინც ამ ქვეყნის მეცნიერულად შესწავლას გადაწყვეტდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ მეცნიერ კრინიცკის შემდეგ ბევრმა სხვა მეცნიერმა შეისწავლა კავკასიის ფრინველები და მათი უანგარო შრომით შეგროვდა უამრავი ღირებული მასალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ კავკასიის ფრინველების შესახებ კვლევებში ბევრი შეცდომაც იყო, რადგან მკვლევრები პირველ რიგში საქმის მოყვარული ადამიანები იყვნენ და არა მეცნიერები. ამდენად, არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი გადაცდომები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ კავკასიის ფრინველების შესახებ სხვადასხვა მეცნიერების კვლევებს დიდი სიფრთხილით და ყურადღებით უნდა მოქცეოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ 70 წლის შემდეგ პირველად მოუხდა კავკასიაში ყოფნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ კავკასიაში რამდენიმე პატარა ადგილი გამოიკვლია და წიგნი გამოსცა ფრინველებზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ თავისი წიგნი ფრინველებზე სრულყოფილი არ იყო, რადგან არც დრო ჰქონდა და არც ძალისხმევა ბევრი შრომის ჩასადებად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ თავისი წიგნი ყველას შეეძლო გამოეყენებინა, ვინც გადაწყვეტდა საქართველოს ფრინველების მეცნიერულ შესწავლას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზაქარია ერისთავმა სახელმწიფო ქონებათა და მეურნეობის სამინისტროს სამეურნეო სასწავლებელს ოძისში მდებარე მამული შესწირა. თავადაზნაურობამ ამ საჩუქარზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, მამულის მოვლას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბერს გრიგორი სერგის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 30 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ პრ. ავალიანის საქმე განიხილა, რომელსაც პოლიციელი სალტიკოვის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად. მას სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 30 სექტემბერს ავლაბარში ტრიპოლსკიმ დედამისი სამზარეულო დანით მოკლა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატას ხელახლა უნდა განეხილა ჰუსეინ-ბეგ ასადულოვის საქმე, რომელსაც ბაქოს გუბერნიაში მდებარე სახაზინო ნავთიანი ადგილების უკანონოდ დაუფლება ედებოდა ბრალად.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ პოლიციის ბოქაულის გ. ლოლაძის ავადმყოფობის გამო დროებით ამ თანამდებობას მისი თანაშემწე წულუკიძე აღასრულებდა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს წულუკიძე თავადი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელ ოქტომბერს სასტუმრო „ორიენტში“ თბილისის ნაფიცმა ვექილებმა და მათმა თანაშემწეებმა თბილისის ოლქის სასამართლოს ყოფილ წევრს, ი. დ. უთნელიშვილს გამოსამშვიდობებელი საღამო გაუმართეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ალექსანდრე ხახანაშვილმა ქალაქ ჟენევაში ორიენტალისტთა მეათე საერთაშორისო კრებაზე საქართველოს ისტორიის შესახებ მოხსენება წარადგინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ ანტონ პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში სამრევლო სკოლა დააარსა და მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუი დიუ პლესი ფრანგი არქეოლოგი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ი. დ. ანდრონიკაშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მ. ოპეკუშენი აკადემიკოს-სკულპტორი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს ვენერა ჯაფარიძეს, რომელიც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლაში ქალებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.