საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შუშის ტელეგრაფის კანტორის მეოთხე თანრიგის მოხელე ანდრია სერვული და მეხუთე თანრიგის მოხელე აბდულაჰ მუხამედოვი ქალაქ შაქის კანტორაში გადავიდნენ სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს ტელეგრაფის კანტორის მეექვსე თანრიგის მოხელე რაჟდენ რცხილაძე სოფ. გოლთეთის საფოსტო განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა კრებაზე მუშების ჯანმრთელობის დაზღვევისა და საავადმყოფოს სალაროს დაარსების საკითხი განიხილეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლევან ქანთარია სამუშაოდ ბათუმის ტელეგრაფის კანტორაში გადავიდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლავრენტი წერეთელი მღვდელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 და 16 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის ახალი პიესა „ციცინათელა“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ბათუმში ალექსანდრე ყალაბეგიშვილის ბენეფისი გაიმართა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ცხამში ლავრენტი წერეთლის მიერ დაარსებულ ერთკლასიან სამრევლო სკოლაში 50 მოსწავლე სწავლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელიზავეტპოლის ტელეგრაფის კანტორის მოხელე სათენიკ მხითარიანცი ბაქოს ტელეგრაფის კანტორაში გადავიდა სამუშაოდ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელში მისაღები გამოცდების დაწყების შესახებ განცხადება „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ მკურნალმა გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარი ყურადღებას აქცევდნენ პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ქართულ სამეცნიერო წრეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შაქის ტელეგრაფის კანტორის მეოთხე თანრიგის მოხელე ალექსანდრე ჭუბაბრია ქალაქ შუშის კანტორაში გადავიდა სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს ტელეგრაფის კანტორის მეექვსე თანრიგის თანამშრომლები – ეკატერინე ალადაშვილი, ვერა ჟორდანია, ბენიამინ მესხი, ადამ პაპანდოპულო, რაჟდენ რცხილაძე, ვერა კიკნაძე – თვიურ სარგოზე გადავიდნენ, პირზე წლიური 480 რუბლი გაიცემოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს ტელეგრაფის კანტორის მეექვსე თანრიგის მოხელე ვერა კიკნაძე ბელგოროდის საფოსტო განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში დაარსდა ქართული სამეცნიერო წრე, რომლის ხელმძღვანელობაც უსასყიდლოდ იკისრა იოსებ ალექსის ძე ყიფშიძემ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ვახტანგ კოტეტიშვილმა წაიკითხა რეფერატი „საზოგადოებრივი ჰანგები მე-18 და მე-19 საუკუნეების ქართულ მწერლობაში“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს ტელეგრაფის კანტორის მეექვსე თანრიგის მოხელე ეკატერინე ალადაშვილი მაჩხაანის საფოსტო განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს ტელეგრაფის კანტორის მეექვსე თანრიგის მოხელე ადამ პაპანდოპულო ყარსის საფოსტო განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ჩუბინაშვილმა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ქართულ სამეცნიერო წრეს რუსულ-ქართული ლექსიკონის ორი ეგზემპლარი შესწირა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს მიხეილ აბრამიშვილი პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს ტელეგრაფის კანტორის მეექვსე თანრიგის მოხელე ბენიამინ მესხი ქუთაისის საფოსტო განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს ტელეგრაფის კანტორის მეექვსე თანრიგის მოხელე ვერა ჟორდანია სამუშაოდ გადავიდა თბილისის საფოსტო განყოფილებაში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის სექტემბერში ნიკოლოზ მკურნალი ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის მმართველის თანაშემწე იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე სულხანოვის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ის გულისწყრომას გამოთქვამდა, რადგან ფოსტაში ქართულად ხელი არ მოაწერინეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ვლადიმერ ინანაშვილის წერილი რედაქტორისადმი ღვინის გაკეთების ტექნოლოგიის შესახებ.