საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიევი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს იაკობ გოგებაშვილი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს იაკობ გოგებაშვილი არ დაელოდა სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შედეგებს და სემინარია თავად დატოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს მეტეხის ციხეში ალექსი ქართველიშვილს ამანათი შეუგზავნეს, რომელშიც იდო 25 მანეთი, ასევე ეფემ კუჩუკის ბარათი წარწერით: „ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც გეუბნებოდი“ (ნიკონი მოვკალით).

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ა. აკოპიანსბსამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს მეტეხის ციხიდან გაქცეული ალექსი ქართველიშვილი დაიჭირეს და ისევ ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ალექსი ქართველიშვილი მეტეხის ციხეში იჯდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 მაისს ალექსი ქართველიშვილი სხვა დამნაშავეებთან ერთად მეტეხის ციხიდან გაიქცა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი ელისაბედაშვილი მუშათა და გლეხთა ინსპექციის თავმჯდომარედ დანიშნეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 2 თებერვალს სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, საქართველოს წითელი არმია გაეძლიერებინათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 თებერვალს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ დაამტკიცა ლენინის წინადადება ქართული წითელი არმიის გაძლიერების შესახებ.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს სერგო ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 24 სექტემბერს თბილისში გაიმართა კრება, რომელზეც კავკასის საექიმო საზოგადოების თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, რადგან ძველი თავმჯდომარე არტემიევი სამუდამო საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა.

1810

ტიპი: ავტორობა

1810 წელს მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა სინოდის ობერპროკურორს, თავად გოლიცინს მისწერა, რომ საქართველოს პატრიარქი ანტონ II ავადმყოფობდა და საქართველოში ეგზარქოსის დანიშვნა იყო საჭირო.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ალექსანდრე II-ის ბრძანებით აღმოსავლეთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ადგილ-მამულები ჩამოართვეს, 106 ათასი ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადეს.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლის 14 სექტემბერს კოჯრის გზაზე ბოტანიკური ბაღიდან მომავალ მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ სომხური პარტიის, „დაშნაკცუტიუნის“ წევრები და გოლიცინი თავსა და ხელში დაჭრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მზრუნველობის სექციის გამგედ მიხეილ მაჩაბელი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ირაკლი წერეთელი და კონსტანტინე გვარჯალაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, კონსტანტინე მესხი, შალვა მესხიშვილი, ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ლომთათიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს ბათუმის პოლიტიკური დაძაბულობის გასარკვევად ეროვნული საბჭოს სახელით ყველა პარტიიდან გაიგზავნა თითო წარმომადგენელი: არისტო ჭუმბაძე, მიხეილ საყვარელიძე, შალვა შარაშიძე, იოსებ მაჭავარიანი, ვლადიმერ ჯიბლაძე, ბიქტორ თევზაია, თეოფილე შენგელია, რაფიელ ჩიხლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ურატაძე, გრიგოლ სალაყაია, კონსტანტინე ქავთარაძე, ნოე რამიშვილი, ვასილ ციცქიშვილი, ლეო შენგელაია, დავით სულიაშვილი.

პირები
წყარო