რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თევდორე კიკვაძე იყო ღოღობერიძის შავი ქვის საწარმოს საექსპორტო განყოფილების გამგე ქალაქ ფოთში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს, ფოთში მუშაობის პერიოდში, თედო კიკვაძემ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქალაქს სამკითხველო-ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.
1933
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ თედო კიკვაძეს ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დასაარსებლად რჩევები და მითითებები მისცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თედო კიკვაძემ ფოთის ქალაქისთავს ნიკო ნიკოლაძეს ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსების წინადადებით მიმართა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თედო კიკვაძემ ფოთის ქალაქისთავ ნიკო ნიკოლაძეს წარუდგინა 20-30 მოქალაქის ხელმოწერილი შუამდგომლობა ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ფოთის ქალაქისთავმა ნიკო ნიკოლაძემ საქალაქო საბჭოს წარუდგინა ფოთის მოქალაქეთა მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ფოთში სამკითხველო-ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ფოთის საქალაქო საბჭომ ქალაქისთავის, ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განიხილა და მიიღო ფოთის მოქალაქეთა მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძემ შეწყვიტა საქმიანობა შავი ქვის მრეწველობის სფეროში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს აკაკი წერეთელმა თევდორე კიკვაძე თავის ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ რედაქციის გამგედ მიიწვია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლიდან ალექსი გოგოხიამ ამერიკაში თავის ჯგუფთან ერთად დამოუკიდებლად დაიწყო ცხენების წარმოდგენების გამართვა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს ალექსი გოგოხიამ ამერიკაში გვარი გადაიკეთა და ალექსი ჯორჯიანი გახდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ალექსი გოგოხია დემონსტაციაში მონაწილეობისთვის 83 მოსწავლესთან ერთად სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს.
1820
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1820 წელს ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე გურიაში ქაიხოსრო გურიელის ოჯახს აფარებდა თავს.
1874
ტიპი: ნასამართლეობა
1874 წელს დავით კეზელს, ალექსანდრე მაჭარაშვილს და სტეფანე ჭრელაშვილს, რომლებიც საკადრისად არ მიესალმნენ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მაისში მეტეხის ციხეში ვანო მაისურაძემ ბომბის დასამზადებლად საჭირო ნივთები შეიტანა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს სასულიერო სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შემდეგ სემინარიის რექტორი გადააყენეს და მის ნაცვლად კუშინსკი დანიშნეს.

