რეგისტრირებული ფაქტები85205
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ნოემბერს სახალხო თეატრში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის 4-მოქმედებიანი კომედია „როგორც მოხვალ სვინაო, ისევ წახვალ შინაო" ნატო გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით. რეჟისორი – ვიქტორ გამყრელიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „კონსტანტინე ბატონიშვილი ანუ ქეთევან წამებული“ ტასო აბაშიძის, ნინო თოიძის, მარგარიტა ქილარჯიშვილის, ა. ჩარკვიანის, ვალერიან გუნიას, ვიქტორ გამყრელიძის, სვიმონ სვიმონიძის, დავით მგალობლიშვილის, იოსებ ჟივიძის, შალვა ხონელის, ილია მამფორიას, პავლე ფრანგიშვილის, იოსებ თარალაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას რეჟისორობით წარმოადგინეს ალექსანდრე ყაზბეგის 5-მოქმედებიანი ისტორიული დრამა „კონსტანტინე ბატონიშვილი ანუ ქეთევან წამებული“.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძე სოფ. კირბალში დაკრძალეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 30 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ სხდომაზე განიხილა მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის გოგოლის ძეგლის ნიმუში და გადაწყვიტა, წარდგენილი მოდელი დაედგათ ალექსანდრეს ბაღში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 ივლისს სიღნაღის ახალ კლუბში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალს გიორგი ანდრიას ძე მაღრაძემ მანეთი შესწირა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ ქუთაისის გამგეობის წევრებად არჩეული ვლადიმერ ალშიბაია და ვლადიმერ კანდელაკი დასამტკიცებლად გუბერნატორს წარუდგინეს.