საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85205

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პოემა „პირიმზე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ მსახიობთა ამხანაგობას წარმოდგენები ყვირილაში, ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, უნდა გაემართა. დასის წევრები იყვნენ: მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, კ. რუხაძე, ვასილ არაბიძე, არ. არაბიძე, ივანე ბარველი, ნ. ასათიანი, ა. ყალაბეგიშვილი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ვასილ ურუშაძე, მოკარნახე გიორგი გურული და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 ივნისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „ქრისტინე“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 ივნისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა აქვსენტი ცაგარლის პიესა „ლეკის ქალი გულჯავარ“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე იმედაშვილი, გიგო ფრონისპირელი და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 5 ივნისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „ლეკის ქალი გულჯავარ“ შეხახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 7 ივნისს ნაძალადევის თეატრში სვიმონ სვიმონიძის რეჟისორობით წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 ივნისს სახალხო სახლში სახალხო უნივერსიტეტის გამართული საერთაშორისო დილის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის მოთხრობა „მომგვარე რაში, შავი რაში – ცეცხლის მფრქვეველი!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის მოთხრობის „დასის მოგზაურობა“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის თხზულება „ფიქრები დარაჯობის დროს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დემნა შენგელაიას მოთხრობა „ტბის სირცხვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მათე იანქოშვილის წერილი „წყალქვეშა ნავი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ახმეტელის წერილის „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“ III ნაწილი.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს ასოთამწყობი ზაქარია კოტეტიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია კოტეტიშვილი 55 წელი სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (უსავანოს) სტატია ხარფუხის საზოგადო თეატრში წარმოდგენილი „არშინ მალ ალანის“ შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ილიკო ქურხულმა საგარეჯოში ბავშვებს კეთილხმოვანების გაკვეთილები ჩაუტარა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატია „ქართულ კონცერტზე“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ზარდალიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი პლატონ ჩიქვინიძე (კორიშელი) სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი პლატონ ჩიქვინიძე (კორიშელი) სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას მონაწილეობით „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „საიდუმლო ტრაგედია“.