რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს სასულიერო აკადემიის ყოფილი მოსწავლე ეფემ კუჩუკი ანარქისტების პარტიის წევრი იყო.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაიქცნენ პატიმრები, მათ შორის ზაქრო ტურუკიანციც.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შიო არაგვისპირელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს თბილისის საბაჟოს მძარცველებს მოკავშირე საბაჟოშიც ჰყავდათ, ეს იყო მეკარე მათიაშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილიკო იმერლიშვილი მეგობრობდა გურულ ფირალებსა და ტერორისტებთან, განსაკუთრებით ერასტი ჯორბენაძესთან.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ნაძალადევში პოლიციის თავდასხმის დროს ილიკო იმერლიშვილმა გაქცევა მოახერხა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს დიაკვანმა არჩილ იოსებიძემ პოლიციას უთხრა, რომ ნაძალადევში მოკლული ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი არ იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პ. პოდგორნი საჩხერის ახალ ბოქაულად დაინიშნა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 16 აგვისტოს სოფელ დიდ ჯიხაიშში გამართული სახალხო სეირნობის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე ივანე ნემსაძემ დამბაჩით კოსტა თეთეიშვილი დაჭრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს აბაშაში ელენე თოფურიძისა და ნატალია გაბუნია-ცაგარელის თაოსნობით ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხუმრება“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა სამრევლო სკოლას შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში ქუთაისში, სამსონ თოფურიას საავადმყოფოში, გადამდები სენით დაავადებულებს არ იღებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 აგვისტოს თბილისში მთავარმართებლის, გრიგოლ გოლიცინის ჩამოსვლას ელოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ მელიტონ ემუხვარი, ნიკოლოზ მარღანია და ბესარიონ ცაგურია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ვასო ქავჟარაძე, იოსებ გედევანიშვილი და სტეფანე ახმეტელაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, გერონტი ქიქოძე, ისიდორე რამიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, ალექსანდრე ასათიანი, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იოსებ მაჭავარიანი.

