საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85205

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ევგენი ჩიჯავაძის კორესპონდენცია „უგზოობა და უხიდობა“ გამოქვეყნდა, რომელშიც სოფელ ჩხენიშის მკვიდრთა გაჭირვებაზე იყო საუბარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისს სოფელ ცერონისში მედუქნე არტემ გოგინოვს და მის მოხუც დედას ფულის გამოძალვის მიზნით დაესხნენ თავს, მაგრამ მეზობლების დახმარებით მან თავდამსხმელის მოგერიება შეძლო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე დავითის ძე სულხანიშვილის თაოსნობით სოფელ ნიქოზში სამრევლო სკოლა დაარსდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „თეატრის მატიანე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ხაშურში მოყვარულმა მსახიობებმა ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „არსენა“ და ვოდევილი „ცოლი ორის დღით“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს სოფელ აკეთში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა ადგილობრივ სკოლას შეწირეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ რუბლიკით „სამეურნეო ცნობა“ ნიკოლოზ მკურნალის შენიშვნები „მოკლე მორფოლოგია თესლისა“ და „თესლის ამოსვლა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ მაჩხაანის მომხმარებელი საზოგადოების კრება იყო დანიშნული, რომელსაც დეპოს გამგეობის სახელით ი. გომელაური, დ. ნადირაძე და დ. ჯავაშვილი წარუძღვებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მრეწველმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა თავად-აზნაურობის საბჭოს ქარვასლის შესყიდვის წინადადებით მიმართა, რომლის საფასურად 1,200,000 მანეთს გადაიხდიდა, ხოლო დამატებით 300,000 მანეთს მის რესტავრაციას მოახმარდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი მ. კ. ცინცაძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო თანხების შესაგროვებლად რუსეთში მიავლინა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 აგვისტოს მარტყოფის მამა ანტონის მონასტერში მყოფი ეგზარქოსი ფლაბიანე თბილისში დაბრუნებას აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ეგზარქოსი ფლაბიანე, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე და იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი იყვნენ მიწვეული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 ივლისს თელავში მელიტონ ბალანჩივაძის საავტორო კონცერტი გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ქუთაისში ლადო ალექსი-მესხიშვილის, თამარ ივანიძის, დავით ჩარკვიანისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება წმ. ქალწულ მოწამისა მარინესი“ თბილისის წიგნის მაღაზიებში ერთ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 1-ელ აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა ალექსანდრე და ოლღა ციცაგების გარდაცვალების შემდეგ უმეურვეოდ დარჩენილი 3 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც მოხუცებული ბებია ვეღარ პატრონობდა და საიმედო მზრუნველი ესაჭიროებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის კორესპონდენცია „ქრისტ. აღმად. სკოლა ცხინვალში“ გამოქვეყნდა, რომელშიც დაბა ცხინვალში არქიმანდრიტ კირიონის ლოცვაკურთხევით დაარსებულ სამრევლო სკოლაზე იყო მოთხრობილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 აგვისტოს სოფელ მეტეხში ახლად აღდგენილი ძველი ეკლესიის კურთხევა იყო დაგეგმილი, რომელსაც ეგზაგქოსი ფლაბიანე და არქიმანდრიტი კირიონი დაესწრებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინოპოლში პროფესორმა ნიკო მარმა სომხურ საერო წიგნთსაცავში დაცული ძველი ხელნაწერები დაათვალიერა და უახლოეს ხანში მათ შესახებ სამეცნიერო ნარკვევის გამოქვეყნებას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულმა თურქესტანიშვილმა თბილისის სასამართლო პალატაში თავად ი. ზ. ბარათაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სავაჭრო-სამეურნეო პოლიციის უფროსმა ზედამხედველმა ბ. ა. ჯაბადარმა თბილისის გამგეობას ფრინველთა ბაზრის მოწყობის პროექტი წარუდგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, უახლოეს ხანებში საგარეჯოში მსახიობები დ. აბდუშელი და ალ. თამაზაშვილი გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ და ამოგებულ თანხას ადგილობრივ სამკითხველოს შესწირავდნენ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისის გამგეობამ ინჟინერ ალხაზოვსა და ძამოევს დაავალა შეედგინათ იმ ქუჩების სია, რომლებიც უნდა მოეკირწყლათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს პურის საცხობის მეპატრონე გ. კანდაროვმა ქალაქის გამგეობას განუცხადა, რომ თავის საკუთარ სახლს, სადაც ჰქონდა პურის საცხობი, ქალაქს ხორცის დუქნის მოსაწყობად დაუთმობდა.

1902

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1902 წლის ნოემბერში მძიმე ავადმყოფ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს სანახავად ქუთაისიდან ფოთში ჩავიდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე.