რეგისტრირებული ფაქტები89731
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ხუთი წელი სახელმწიფოს სათათბიროს წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირის მოსახლეობას თეატრის აშენებაში დახმარებას შეჰპირდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მაზრის საზოგადოების სკოლებში 1097 მოსწავლე სწავლობდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მაზრის საზოგადოების 15 სკოლაში 517 მოსწავლე სწავლობდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ 1000 რუბლის ღირებულების წიგნები იყიდა და სკოლებს დაუგზავნა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ გამოსცა „წიგნი რობინზონ კრუზოსი“ დიდებისთვის. (თარგმნა დ. ჯაჯანაშვილმა).
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ გამოსცა ა. იახონტოვის რედაქციით გადაკეთებული და გამარტივებული „წიგნი რობინზონ კრუზოსი“. (თარგმნა ა. თუმანიშვილმა).
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ქართულ ენაზე სწავლებას მხოლოდ დაბალი საფეხურის სკოლებისთვის მოითხოვდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებზე კიტა აბაშიძესა და ევგენი გეგეჭკორს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნების საწყობში თვეში 1 200 მანეთს იხდიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თანასწორად დაიცავდა ქართველი მუშებისა და გლეხების ინტერესებს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე პეტრე ბესარიონის ძე კიზირია თბილისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში თელავის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლე ალექსანდრე სერგოს ძე დანიელბექოვი ერევნის სამხარეო სასამართლოს განყოფილებაში დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს პროკურორის ამხანაგი გიორგი კონსტანტინეს ძე ხარაზოვი და ამავე სასამართლოს უფროსი ნოტარიუსი ანტონ სტეფანეს ძე ხაბურძანია ქუთაისის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 19 ნოემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თომა ჩიქვანაიასა და დავით კასრაძის თხოვნა ალექსანდრე ხახანაშვილის სიტყვიერების ისტორიის რუსულ ენაზე სამ ტომად გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნის გამოცემის ნებართვა დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემდეგ გაეცა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნის მაღაზიის ქირაში თვეში 33 მანეთს იხდიდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლიდან 1916 წლამდე მარიამ ლომინაძე კავკავისა და ბათუმის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა.

