საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89731

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოების წიგნის მაღაზია 27 ივნისიდან პირველ აგვისტომდე უნდა დაკეტილიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სალიტერატურო დილაზე დომენტი თომას ძე თომაშვილსა და ტრიფონ შუბლაძეს ლექსები უნდა წაეკითხათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირეში ყაჩაღებმა სოფელ ტამიშიდან მიმავალი ვაჭარი ანდრი კვირკველია მოკლეს და მისი ცხენი, ვერცხლის ქამარი, ჩოხა და წაღები მოიპარეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ ჩხიკვაძის განცხადება. იგი წიგნსაცავიდან იმ წიგნების გატანის ნებართვას ითხოვდა, რომლებშიც გრიგოლ ტატიშვილის შესახებ იყო ცნობები. გამგეობამ ჩხიკვაძის თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 სექტემბერს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად სალიტერატურო დილას მართავდა. ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილსა და ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძეს გოგებაშვილის შესახებ უნდა წაეკითხათ ლექციები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბერს ონში დეპუტატობის კანდიდატებად აირჩიეს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი, ალექსანდრე იოსების ძე კვიტაშვილი და სიმონ ჯაფარიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოტარიუსი თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირეში საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დაარსებას აპირებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 სექტემბერს ოჩამჩირეში ადგილობრივი ვაჭარი ივანე ტყებუჩავა გაძარცვეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირეში ნოტარიუსად მუშაობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პროფესორთა კავშირის წიგნის მაღაზიის გამგის თხოვნა წიგნების 30-40%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მაღაზიის გამგისთვის წიგნები 25-30%-იანი ფასდაკლებით, თუ ნაღდ ფულს გადაიხდიდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 27 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკო გოცირიძის 30 წლის იუბილეზე მიწვევის საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, იუბილეზე ვარლამ ბურჯანაძე წასულიყო და საჩუქრად საზოგადოების გამოცემული წიგნები წაეღო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 3 ივლისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ ლორთქიფანიძის წინადადება, ვარლამ ბურჯანაძისთვის ხელფასი თვეში 75 მანეთით გაეზარდათ. გამგეობამ მისი წინადადება მიიღო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ცხრუკვეთელის სტატია „ჭალის მთა“ დაიბეჭდა. 

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 9 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ძუკუ ლოლუას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის საკითხი განიხილეს და გადაწყვიტეს, საკითხი შესაბამისი ინსტრუქციით წარდგენამდე ღია დაეტოვებინათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 26 ივნისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება ბიუჯეტში ფულის უქონლობის გამო შტატის ერთი კაცით შემცირების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, შტატის შემცირების საკითხი მომდევნო სხდომაზე განეხილათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე როსტომაშვილის შვილების თხოვნა მამის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 25 სექტემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა 2 პედაგოგის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში ელიოზ ხუციშვილი გაეგზავნათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 8 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ყოფილი წევრის, იოსებ გიორგობიანის  შვილის, მოსწავლე მარგარიტა გიორგობიანის თხოვნა 3 სახელმძღვანელოს უფასოდ მიღების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მარგარიტა გიორგობიანისთვის 4 მანეთის წიგნები მიეცათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყოფილმა სტიპენდიატმა სვ. ფიცხალაურმა ჭიათურაში საზოგადოების საწევრო გადასახადი შეაგროვა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 26 ივნისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით კანცელარიის ერთ-ერთი თანამშრომელი პირველ სექტემბრამდე მუზეუმის გამგეს, დავით კარიჭაშვილს უნდა დახმარებოდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 8 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სილიბისტრო თავართქილაძემ 100 მანეთის კრედიტის გახსნა ითხოვა. გამგეობამ დაადგინა,მისთვის 3 თუმნის კრედიტი გაეხსნა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: ილარიონ ბიგვავა, ბარნაბა კონსტანტინეს ძე ბუკია, აქვსენტი გუთის ძე გურალია და ანდრია კონსტანტინეს ძე დგებუაძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: რაჟდენ იაგორის ძე ზაქარაია, ლავრენტი შარვანის ძე ჟვანია, გიორგი გაბრიელის ძე თელია და ესტატე ქაქუჩას ძე კანკავა.